ქართული თამაშების და ზეიმების კომპანია „თამაშობანა“ 1-ელ ივნისს პატარებისთვის რიგით მეორე სპექტაკლს დადგამს. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, წარმოდგენა სახელწოდებით „სიხარულობანა“, ბაზარი ორბელიანზე, გაიმართება.
„1-ელ ივნისს „თამაშობანაში“ ბავშვთა დაცვის დღეზე მეტია. ის ბავშვთა დაცვის, ბედნიერების, ზრუნვის, მხიარულების და კარგად ყოფნის დღეა. ზუსტად ამ მიზნით, დავდგით „თამაშობანას“ რიგით მეორე სპექტაკლი „სიხარულობანა“. სპექტაკლი არის ინტერაქციული, მაყურებლის მონაწილეობით, „ქოუჩინგური“ ელემენტებით და შთაგონებულია ელიონორ პორტერის „პოლიანათი“. მაყურებლები, მთავარ გმირებთან ერთად, შეძლებენ დაეუფლონ „სიხარულობანას“ თამაშს, გააკეთონ მადლიერების სავარჯიშოები, იცინონ, იმხიარულონ და ჯადოსნურად გაატარონ დრო. რა თქმა უნდა, თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გავატანთ, მადლიერების დღიურს, რომ წარმოდგენის ჯადოსნობა, კიდევ უფრო დიდ ხანს გაჰყვეთ და ნასწავლი პრაქტიკების გამოყენება შემდგომ ცხოვრებაშიც შეძლონ“, – ამბობს კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი ნაუ სონღულაშვილი „მიუზიკ ბოქსთან“.
ღონისძების ორგანიზატორები წარმოდგენაზე დასასწრებად 5 წლის და უფროსი ასაკის პატარებს ელიან. წარმოდგენა ივნისის ყოველ შაბათ-კვირას ბაზარი ორბელიანზე გაიმართება. მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ.