„როგორ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ჩემი ბრალია.. ბოდიში, მა… მამაჩემმა არ იცოდა და ნიუსებით გაიგო“ – თიკა ჯამბურია მელანომას დიაგნოზზე

0
253
თიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. დღეს კი ამავე თემაზე მორიგი სტატუსი დაწერა.

„როგორ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ჩემი ბრალია. რას გავაკეთე ეს ერთი ვიდეო, მეთქი ტიკ-ტოკ ტრენდს ავყვები და გავაკეთებ. არ მეგონა, ამხელა ამბავს თუ აწევდა მთელი საინფორმაციო ონლაინსივრცე. მოკლედ, მოვყვები და გთხოვთ, ცალ-ცალკე აღარ დამირეკოთ და არც მომწეროთ, ტრაგიკული გაუბედურებული ხმებით, თითქოს უკვე რაღაც უბედურება დამემართა და საიქიოს გზაზე ვარ.

იუმორი იქით იყოს და მართლა ძალიან სანერვიულო პერიოდი გავიარეთ მე და ჩემმა ყველაზე ახლობლებმა, სანამ ოპერაცია გაკეთდებოდა და კვლევების პასუხები მოვიდოდა… თუმცა არ ვიყავით განწყობილები შინაგანად ცუდისკენ, რაღაცნაირად დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა … ჰოდა, ასეც მოხდა, ჩემი ბიძაშვილის თეონას დიდი დამსახურებაა, რომელიც კლინიკა „კანში“ მუშაობს და დამაძალა კვლევა გამეკეთებინა და ყურადღება მიმექცია ჩემი ხალისთვის, რომელიც უცნაურად იზრდებოდა, რომ იმაზე დროულად მივუსწარით, ვიდრე შეიძლებოდა ….

ხათუნა ხოფერია, მადლობა პერსონალური შენ…. მეტს ნუღარ მომაყოლებთ, გთხოვთ, არ მინდოდა ასეთი დიდი აჟიოტაჟი მოჰყოლოდა ამ ამბავს… ჰოდა, კიდევ, მამამ არ იცოდა ეს ამბავი და ბოდიში, მამა. გუშინ გაიგო ნიუსებით P.S. გთხოვთ, აღარ მკითხოთ არაფერი.

ჯანმრთელი ვარ, კარგად ვარ, ყველაფერი დასრულდა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here