ნუკი კოშკელიშვილი ახალი წლისთვის საქართველოში ჩამოვიდა და დღესასწაულს სამშობლოში აღნიშნავს.
ნუკი საახალწლო ტრადიციებზე fortuna.ge-ს ესაუბრება:
„ტრადიციებს ყველგან ვინარჩუნებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კონტინენტზე ვიმყოფები – სულ მაქვს სუფრაზე გოზინაყი, რომელსაც თავად ვამზადებ უმარტივესად, ყველა როგორც აკეთებს. 12 საათზე ტკბილი უნდა შეჭამო, რომ ტკბილი წელი გქონდეს.
აუცილებლად ჩავიფიქრებ ხოლმე სურვილს და შამპანურს ვსვამ.