ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა.
მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ფოტოებს აქვეყნებს.
„ნიუ-იორკში, მუზეუმში, ოპრას ფიგურასთან ფოტო გადაიღო და გამომიგზავნა. იქ ხალხს უთხრა დედაჩემიც ოპრაოო”. – წერს მაია ასათიანი.
18 წლის ნუცა მახვილაძე 2017 წელს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. ნუცა საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა.