ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს, ფონდის – „ცხოვრება მშვენიერიას“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.
80 წლის იტალიელი ლეგენდარული მომღერლის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
მომღერალმა ქართველი მსმენელის საყვარელი სიმღერები შეასრულა.
შემოსული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება.
კონცერტის კადრები: თათა სადრაძე