დიანა ღურწკაიას მეუღლე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
233

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას მეუღლე, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო 46 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

კუ­ჩე­რენ­კო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, კუ­ბა­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და, დაბ­რუ­ნე­ბი­სას კი გარ­და­იც­ვა­ლა.

კუ­ჩე­რენ­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე “ტე­ლეგ­რამ­ში“.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში, რომ­ლი­თაც დე­ლე­გა­ცია ბრუნ­დე­ბო­და, თავი ცუ­დად იგ­რძნო, რის გა­მოც თვითმფრი­ნა­ვი სხვა ად­გი­ლას და­ეშ­ვა იმის­თვის, რომ კუ­ჩე­რენ­კოს­თვის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნათ, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

პიოტ კუ­ჩე­რენ­კო რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ 2021 წელს და­ი­ნიშ­ნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here