ვინ შეაფასებს პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” კონკურსანტებს – ჟიურის წევრი, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა

ვინ შეაფასებს პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” კონკურსანტებს – ჟიურის წევრი, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა

სულ მალე „იმედის“ ეთერში ტელეშოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“ იწყება. პროექტის მონაწილეები უკვე შერჩეულები არიან. საუკეთესო მოცეკვავეებს სპეციალურად შემდგარი ჟიური შეარჩევს, რომელთა შემადგენლობაში დუტა სხირტლაძე და სალომე ჭაჭუაც არიან.

სალომე ჭაჭუა ჟიურის ამპლუაში ძალებს პირველად მოსინჯავს. გადაცემის პრომოში, მის მოშიშვლებულ დეკოლტეს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, სალომე ჟიურის წევრობისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ის მეტყველებაში ემზადებოდა და მისი მასწავლებელი დუტა სხირტლაძე იყო. ამის შესახებ ცნობილმა მოცეკვავემ „დღის შოუში“ ისაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ამპლუას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება. სალომემ გადაცემაში ენის გასატეხებიც გაგვიზიარა, რომელიც დუტა სხირტლაძემ ასწავლა.

“სალომე კარგი მოსწავლე აღმოჩნდა, რაც გადაცემაში დუტამაც დაადასტურა: სალომე მოსწავლე არ არის, სალომე არის მანიაკი. ასეთი გოგო არ არსებობს. გიჟი, გიჟი, გიჟია. არ ჩერდება. ჩემი გაკვეთილების შემდეგ, თავის მოსწავლეებთან დაიწყო გამართულად შენიშვნების მიცემა” – განაცხადა დუტამ იმედის ეთერში.

რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ წევრს, ის ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოცეკვავე, ნათია რთველიაშვილია. ნათია 2005 წლიდან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერასთან თანამშრომლობს, 2007 წლიდან კი „რივერდანსის“ დასის წევრია. ნათიამ „დღის შოუში“ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი მეუღლე, მანგანი, სწორედ „რივერდენსში“ მოხვედრის შემდეგ გაიცნო, ის  მევიოლინეა. 16 წლიანი ემიგრაციიდან, ნათია საქართველოში სპეციალურად ამ პროექტისთვის დაბრუნდა.

ზაკ რისს, ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს. ის ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. სწორედ ზაკ რისი მუშაობდა ქართულ პროექტზე „ერთი ერთში“, რომელიც „იმედზე“ გადიოდა. ფრანგი მოცეკვავე ბილი კროუფორდთან და ჯანეტ ჯექსონთან ცეკვავდა, ასევე ბრიტანული და ფრანგული „იქს ფაქტორის“ ქორეოგრაფი იყო.

გრანდიოზული შოუ „იმედზე“ 1 ნოემბერს დაიწყება. ვინ იქნებიან შოუს წამყვანები ჯერჯერობით უცნობია. „დღის შოუში“ მხოლოდ ერთი წამყვანის ვინაობა გაირკვა და ეს ეკა ამირეჯიბია.

 

სიახლეები/

|

October 24, 2016 / 4:25 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დუტა სხირტლაძე: „მეც ცოლ-შვილი, ოჯახი მყავს, ბენზინის ფულზე „ვჩალიჩობ…“

დუტა სხირტლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ისაა, როგორ ახერხებს მსახიობი ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი აქტუალობის შენარჩუნებას, თუმცა მეორე მხრივ, მსახიობი აღნიშნავს, რომ რეჟისორები მასთან არ თანამშრომლობენ… დუტა: ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა (იცინის). ანუ […]

ილიკო სუხიშვილის კომპლიმენტი სალომე ჭაჭუას, როცა მან ქართული ცეკვა შეასრულა (ვიდეო)

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ქართული ცეკვა, რუსკა ქარქაშაძესა და იაკობ ყუფუნიას ჯუთასთან და ირინა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის ხანჯლურთან ერთად, სუხიშვილების ტურის განსაკუთრებული ნომრები გამოდგა. ასევე ძალიან კარგი აჭარული შემოგვთავაზეს ჯულიანა ბარგ-ნარმა და ამიკო ჩოხარაძემ. გუშინდელ ტურზე პროექტი არავის დაუტოვებია, ყველა მონაწილე პროექტში დარჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ილიკო და ნინო სუხიშვილები და გოჩა ჩერტკოევი. […]

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ეროტიკული ვენური ვალსი (ვიდეო)

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და როგორც იქნა, მონაწილეებმა ჟიურის საქებარი სიტყვები დაიმსახურეს. როგოც გოჩა ჩერტკოევმა თქვა, ბევრი წყვილი წინა ეპიზოდზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა საცეკვაო პარკეტზე და უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. გუშინდელი საღამოს თემა თავისუფალი იყო, შესაბამისად, წყვილებმა თავად შეარჩიეს სასურველი ცეკვები. ტურის ლიდერები გახდნენ გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა, რომლებმაც ვენური ვალსი […]

„ეს გოგო მკვდარსაც ააცეკვებს“ – სალომე ჭაჭუა ისევ იწვევს მაყურებლის აღფრთოვანებას

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. ახალი სეზონის პირველ გადაცემაში საინტერესო ნომრები ვიხილეთ, თუმცა ტურის უდავო ლიდერები იყვნენ ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე და სალომე ჭაჭუა და გიორგი გილიგაშვილი. თქვენს ყურადღებას ამ უკანასკნელი წყვილის ცეკვაზე შევაჩერებთ. ვიდეოს შემოგთავაზებთ და ასევე კომენტარებს, რომლებიც მათი ცეკვის შემდეგ სოციალურ ქსელში მაყურებელმა გააკეთა. „ეს გოგო მკვდარსაც ააცეკვებს“ „აი […]

მონატრებულ სალომე ჭაჭუას მაყურებელი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ შეხვდება

იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი ორშაბათს დაიწყება. მაყურებელმა უკვე იცის, ვინ მიიღებს მონაწილეობას შოუში, მათ შორის არიან დათო გომართელი, თამთა შედანია, ლალი მოროშკინა, მარიკა თხელიძე, ირაკლი კაკაბაძე და სხვანი. მაყურებლის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი იყო, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შოუში სალომე ჭაჭუა, რომელიც დიდი ხანია, ეკრანზე არ გვინახავს. სალომე შოუში ნამდვილად გამოჩნდება. მან სოციალურ ქსელში […]

რეკლამა