ვიდეო: ილიკო სუხიშვილი: „მაგარი მამა ვარ, მამაჩემისგან ვისწავლე და პლუს დავამატე რაღაც ჩემი…“

ვიდეო: ილიკო სუხიშვილი: „მაგარი მამა ვარ, მამაჩემისგან ვისწავლე და პლუს დავამატე რაღაც ჩემი…“

„მთავარი არხი“ დილის ყავაზე სტუმრად ცნობილ ქორეოგრაფს, ილიკო სუხიშვილს ახალ სივრცეში ესტუმრა, სადაც მას ერთდროულად საცხოვრებელის ახლიც და სცენაც აქვს მოწყობილი. სწორედ „თაკარაზე“ იმართება ბოლო დროს სუხიშვილების ყველა კონცერტი.

როგორც ილიკო აღნიშნავს, ჩარჩოების დარღვევა ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესია, ღია სივრცე კი სუხიშვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ყველანაირი ტიპის სცენის ნახვის შემდეგ სწორედ ასეთი სივრცის გაკეთება გადაწყვიტა.

ილიკო ვიდეოში ასევე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, როგორი მამაა:

„მაგარი მამა ვარ. მამაჩემისგან ვისწავლე და პლუს დავამატე რაღაც ჩემი. მათ მიმართ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. რასაც ვაკეთებ, ისინი არიან ყველაზე დიდი შემფასებლები. არ მინდა, რომ ჩავიჭრა მათ წინაშე. მათი თაობის წარმომადგენლები არიან. მათი აზრი აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა გაიგებენ და კარგია, რომ გაიგებენ“.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

September 14, 2020 / 2:19 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატო გელაშვილი: „ჩემი შვილი იღებდა ხელფასს და ოჯახი მან გადაარჩინა…“

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში პანდემიისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, თავად უმოქმედოდ და შემოსავლის გარეშე დარჩა და მისი შვილი, გიორგი არჩენდა ოჯახს თავისი ხელფასით. „მას შემდეგ, რაც ჩემი შრომითა და შემოქმედებით დავიწყე ცხოვრება, ეს იყო პირველი შემთხვევაი, როცა თვეების განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. კიდევ კარგი, […]

ბორის ბედია: „მზეთუნახავს არ ვეძებ, ძალიან ლამაზები ბოროტები არიან“

ბორის ბედია ჟურნალ „სარკესთან“ ქალებთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლამაზი ქალები უფრო ბოროტები არიან. ბორის ბედია: მზეთუნახავს არ ვეძებ. დღეს გოგოებს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზები ვინც არიან, ისინი ბოროტებიც არიან. ვინც უბრალოდ ლამაზები არიან, ისინი კარგები არიან. აი, ძალიან ლამაზებს თავში რაღაც აქვთ ავარდნილი და ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათ გარშემო უნდა ტრიალებდეს. ასეთი […]

ნინო სურგულაძე: „იშვიათად მინახავს ისეთი მზრუნველი მამა, როგორიც ჩემი ქმარია“

ცნობილ საოპერო შემსრულებელს, ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს მცირე ხნის წინ ტყუპი გოგონა და ვაჟი შეეძინათ. ნინომ ემოციები ჟურნალ „სარკეს“ ვრცელ ინტერვიუში გაუზიარა, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ. „მე და ჩემი მეუღლე ჯერაც შეცნობის პროცესში ვართ, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თაფლობის თვიდან უკვე ორსულობის ეტაპზე გადავედით. მივხვდი, რომ თუ არა დიდი სიყვარული და […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ილიკო სუხიშვილი ახალ პროექტზე „სუხიშვილების“ ახალ სცენაზე მუშაობს

„სუხიშვილების“ ოფიციალურ “იუთუბ”-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ნაფეტვრებში მდებარე ახალ სცენაზეა გადაღებული. ეს სცენა ღია ცის ქვეშაა. სწორედ იქ მუშაობს ახალ პროექტზე ილიკო სუხიშვილი,, მოცეკვავეებთან ერთად. ვიდეოში სწორედ მუშაობის პროცესია ასახული. ილიკო ახალ მოძრაობებს უჩვენებს მოცეკვავეებს. პროექტს „სუხიშვილები“ მალე ონლაინ წარმოგვიდგენს. (ვიდეო)

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ილიკო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს – „არ არის აუცილებელი, მას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა…“

„რუსთავი 2“-ის ეთერით ილიკო და ნინო სუხიშვილებმა ახალი პროექტის გარშემო გაჩენილ პრეტენზიებს უპასუხეს. „ცეკვა ქართული“, მათი თქმით, ექსპერიმენტული პროექტია, რომელმაც შესაძლოა, გააგრძელოს ცხოვრება და ცეკვის განვითარება ექსპერიმენტების გარეშე წარმოუდგენელია. ილიკო სუხიშვილი: არ მინდოდა, კონკრეტული ხალხის, კუთხის ან ისტორიის, ციხე-სიმაგრის გადარჩენის ამბის მოყოლა, უფრო ხასიათისა და განწყობის გადმოტანა, თუნდაც დღევანდელი ქართული  განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ახალგაზრდა […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

როგორ აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა დაბადების დღე?

"სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი გუშინ იუბილარი იყო. ქორეოგრაფი საკუთარ დაბადების დღეს წელსაც საზღვარგარეთ შეხვდა, დასი ახლაც გასტროლებზე იმყოფება. ამის მიუხედავად ანსამბლის წევრებმა, ქორეოგრაფისთვის დაბადების დღის მილოცვა მაინც მოახერხეს, კონცერტის შემდეგ ილიკო სუხიშვილს იუბილე ტორტით მიულოცეს. უკრაინაში სპეციალურად ილიკო სუხიშვილისთვის შეკვეთილ ტორტზე "ილიკო გილოცავ“ ქართულად ეწერა.

რეკლამა