ვიდეო: ილიკო სუხიშვილი: „მაგარი მამა ვარ, მამაჩემისგან ვისწავლე და პლუს დავამატე რაღაც ჩემი…“

0
1014

„მთავარი არხი“ დილის ყავაზე სტუმრად ცნობილ ქორეოგრაფს, ილიკო სუხიშვილს ახალ სივრცეში ესტუმრა, სადაც მას ერთდროულად საცხოვრებელის ახლიც და სცენაც აქვს მოწყობილი. სწორედ „თაკარაზე“ იმართება ბოლო დროს სუხიშვილების ყველა კონცერტი.

როგორც ილიკო აღნიშნავს, ჩარჩოების დარღვევა ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესია, ღია სივრცე კი სუხიშვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ყველანაირი ტიპის სცენის ნახვის შემდეგ სწორედ ასეთი სივრცის გაკეთება გადაწყვიტა.

ილიკო ვიდეოში ასევე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, როგორი მამაა:

„მაგარი მამა ვარ. მამაჩემისგან ვისწავლე და პლუს დავამატე რაღაც ჩემი. მათ მიმართ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. რასაც ვაკეთებ, ისინი არიან ყველაზე დიდი შემფასებლები. არ მინდა, რომ ჩავიჭრა მათ წინაშე. მათი თაობის წარმომადგენლები არიან. მათი აზრი აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა გაიგებენ და კარგია, რომ გაიგებენ“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here