სალომე ბაკურაძემ ახალი კლიპისთვის თეთრი ფრთები დაიმაგრა

0
572

სალომე ბაკურაძე ახალ ვიდეორგოლზე მუშაობს. კომპოზიციის „აღარ გიცდი“ მელოდია გელა გნოლიძეს ეკუთვნის, ტექსტი – სოსო თოლორაიას. სოსო თოლორაიას ძველი რეპერტუარიდან ამ სიმღერის არანჟირების ახალი ვერსია ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მისივეა ზოგადად სიმღერის მუსიკალური პროდიუსინგი. სიმღერა “ბრავო რეკორდსში” ჩაიწერა და ჩანაწერზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

ვიდეოზე რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი მუშაობს, ოპერატორია ლევან ლეკიაშვილი, იგივე ბუდა.

სალომეს ვიზაჟზე მეიქ აფ არტისტმა, დავით ფუტკარაძემ იმუშავა.

სწორედ ამ წუთებში კლიპის გადაღება სელფის მუზეუმში მიმდინარეობს.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here