თოქშოუ „პროფილი“ დროებით ჩერდება – „მაია თავს ცუდად გრძნობს…“

თოქშოუ „პროფილი“ დროებით ჩერდება – „მაია თავს ცუდად გრძნობს…“

„პროფილი“ დროებით ეთერში აღარ გავა. მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია ასათიანი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ თოქშოუ ეთერში აღარ გავა.

„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

მადლობა გვერდში დგომისთვის“.

შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე  გასული წლის თებერვალში გარდაიცვალა… გოგონა სასწავლებლად პარიზში იყო წასული, სადაც მენინგოკოკცემია შეხვდა და ვერ გადაიტანა. ნუცა პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სიახლეები/

|

February 22, 2018 / 1:29 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: მაია ასათიანი ნოე სულაბერიძის ახალი გადაცემის პირველი სტუმარია

ნოე სულაბერიძე მალე ახალ გადაცემას დაიწყებს, სადაც ერთი ერთზე შეხვდება სტუმრებს და მათ სხვადასხვა თემაზე დაუსვამს შეკითხვებს. გადაცემის სახელწოდებაა „ნოესთან“ და მისი პირველი სტუმარი „რუსთავი 2“-დან წამოსული მაია ასათიანი გახლავთ. სწორედ ასე წარადგენს ნოე თავის სტუმარს. მაია ასათიანი გადაცემის ანონსში აღნიშნავს: „ახლანდელი მაია არის ქვა და რკინა… ქუჩაში შეიძლება უცებ მომეჩვენოს, რომ ნუცაა. მივდივარ და […]

„პროფილი“ არავის დაუხურავს… დაგველოდეთ ხუთშაბათს!..“

„რუსთავი 2“-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთ-ერთი მოარული ჭორის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გავა „პროფილი“. მაია ასათიანის მაღალრეიტინგული თოქშოუ, რომელიც წლებია, ამ არხზე გადის, მაყურებელს სტაბილურად ინარჩუნებს და არასდროს დაუკარგავს პოპულარობა. Fortuna.ge იმის გასარკვევად, დაიხურა თუ არ „პროფილი“, მის პროდიუსერს, ნიკა ხაჩიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვირჩია, რომ ხუთშაბათს დაველოდოთ. ნიკა ხაჩიძე: „შემიძლია […]

ალექსანდრა პაიჭაძე მაია ასათიანს: „შენი წიგნი წავიკითხე და მტკივა ყველაფერი…“

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წიგნის ერთ ფურცელს მაია ასათიანის ავტობიოგრაფიული რომანიდან „სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში“. როგორც ჩანს, მან წიგნი ახლახან დაასრულა და შთაბეჭდილებებით სავსეა, რაც სტატუსში ასე გამოხატა: „მაია,, სულ მიყვარდი და ახლა, უკვე ზუსტად მივხვდი რატომაც… წავიკითხე და მტკივა ყველაფერი, ემოციებისგან…“ შეგახსენებთ, რომ ცნობილი ტელეწამყვანის წიგნი ახალხან გამოიცა და უკვე შევიდა ბესტსელერების სიაში.

ვიდეო: მაია ასათიანმა და ნოდიკო ტატიშვილმა საახალწლოდ “თუკი გესიზმრები”დუეტში შეასრულეს

მაია ასათიანმა თავი მომღერლის ამპლუაში მოსინჯა. მან “რუსთავი 2“-ის საახალწლო პროექტში “მუსიკალური ასწლეული” ნოდიკო ტატიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მაიამ და ნოდიკომ ძველი ქართული სიმღერის “თუკი გესიზმრები” ახლებური ვერსია და პატარა სასიყვარულო ამბავი შემოგვთავაზეს. (ვიდეო)

ვიდეო: მაია ასათიანი საახალწლო ღამეს “თუკი გესიზმრების” შეასრულებს

მუსიკალური ასწლეულის ღამე “რუსთავი 2”-ის საახალწლო ეთერში გველოდება. არხის პოპულარული სახეები და მომღერლები სხვადასხვა ცნობილ სიმღერას შეასრულებენ ბოლო ასწლეულიდან. მათ შორის იქნება ტელეწამყვანი მაია ასათიანიც, რომელმაც ულამაზესი შავი კაბა და ვუალი ნანა მელქაძის კოლექციიდან მოირგო და ჩაწერა სიმღერა “თუკი გესიზმრები”. ის ამ კომპოზიციას ახალი ვერსიით 31 დეკემბრის ღამეს შემოგვთავაზებს. (ვიდეო)

რეკლამა