თოქშოუ „პროფილი“ დროებით ჩერდება – „მაია თავს ცუდად გრძნობს…“

0
2843

„პროფილი“ დროებით ეთერში აღარ გავა. მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია ასათიანი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ თოქშოუ ეთერში აღარ გავა.

„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.

იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.

მადლობა გვერდში დგომისთვის“.

შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე  გასული წლის თებერვალში გარდაიცვალა… გოგონა სასწავლებლად პარიზში იყო წასული, სადაც მენინგოკოკცემია შეხვდა და ვერ გადაიტანა. ნუცა პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here