„რეზო და ბავშვები“: „ჩვენი მიზანია, დავწეროთ სიმღერა, რომელზეც მთელი დედამიწა იცეკვებს!..“

0
2014

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ აქტიურად ემზადება 8 მარტს „სფეისჰოლში“ დაგეგმილი კონცერტისთვის. ბიჭები ნერვიულობენ… მათთვის ეს საპასუხისმგებლო დღეა და ამ კონცერტში ყველანაირი რესურსი ჩადეს. „რეზო და ბავშვების“ ოთხ წევრს კლუბში „10/11“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.

რეზო ბლიაძე:

კონცერტისთვის ვემზადებით, რადგან გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ ჯგუფზე მოთხოვნა არის და ეს ძალიან სასიამოვნოა. კარგია, როცა ასეთი პატივი გაქვს, როცა შენს სიმღერებს მღერიან, როცა ადამიანები მოდიან შენს კონცერტებზე და ამაში ფულს იხდიან, ამისი პრეცედენტები იყო… ასეთ დროს ხვდები, რომ რაღაც დაიძრა. გვინდა, საკუთარ თავში ძალა ვიპოვოთ, რომ უფრო მოტივირებულად გავაგრძელოთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. შევეჭიდეთ „სფეისჰოლს“, სადაც კონცერტის ჩატარება, არ დაგიმალავთ და იაფი არ არის, მაგრამ ბევრი ხალხი ეტევა, კარგი ჟღერადობა შეიძლება იყოს, ასე რომ, 8 მარტს აქ „რეზო და ბავშვები“ კონცერტს ვმართავთ. ჩვენი სახელწოდებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ არ ვართ დიდების ბენდი, მაგრამ ეს ტყუილია… ჩვენ 8 მარტს დავამტკიცებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მაგრად და სწორად დაკვრა. რაც მთავარია, სცენაზე ჩვენი სიმღერებით გამოვდივართ.

ლაზარე ადამია:

შესრულდება როგორც ძველი სიმღერები, ჰიტები, ასევე ოთხი ახალი სიმღერის პრემიერაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კომპოზიციას ახლებური ჟღერადობით, არანჟირებით წარმოვადგენთ. ვუპასუხებთ თანამედროვე მოთხოვნებს, ვეცდებით, ახლა რა ტენდენციებიც არის მსოფლიო მუსიკაში, ასეთი ტიპის ვერსიები გავაკეთოთ.

რეზო:

ხმის რეჟისორი გიორგი გვარჯალაძე, იგივე გვაჯი გაახმოვანებს კონცერტს. მის განკარგულებაშია „ჯეო ვოისი“ თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობებითა და აპარატურით. საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნიკა აქვთ, რასაც ვამატებთ იმას, რაც „სფეისჰოლში“ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში მაქსიმუმი დავდოთ გახმოვანების კუთხით.

ლაზარე:

რაც სულ არის პრობლემა. მსმენელს ყოველთვის აქვე პრეტენზია. თავიდანვე, სანამ რეპერტუარს ჩამოვწერდით, რეზომ და ლელომ დაიწყეს ფიქრი, როგორი საუნდი უნდა ყოფილიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here