თეონა კონტრიძის მიმართვა რუსებს – „შეიძლება, ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

თეონა კონტრიძის მიმართვა რუსებს – „შეიძლება, ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ავრცელებს ვიდეომიმართვას რუსების მიმართ და ეკითხება მათ, რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

თეონა აღნიშნავს:

„იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის მიღება, უახლოესი ნათესავების არსებობის შემთხვევაში, არარეალურია, უბრალოდ, უარს გეუბნებიან. თუკი არ ხარ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ან დიპლომატი, ამ ვიზის მიღება არარეალურია. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები რომ საქართველოში გაემგზავრონ, ისიამოვნონ პეიზაჟებით, ღვინითა და მეგობრებით, მათ ვიზა არ სჭირდებათ…

მითხარით, არის თუ არა ეს სამართლიანი, თქვენი მოსაზრებით და შეიძლება თუ არა ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

სიახლეები/

|

March 7, 2018 / 1:12 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ, როგორ მღერის თხელ კაბაში გამოწყობილი თეონა კონტრიძე გუდაურში თოვისას (ვიდეო)

თეონა კონტრიძე ბრჭყვიალა დეკოლტირებულ კაბაში იყო გამოწყობილ, სცენა თბებოდა, ამიტომაც, როგორც ჩანს, არ გაუჭირდა გუდაურის სიცივესთან გამკლავება. ამ სიმღერის შესრულებისას თოვლიც წამოვიდა, თუმცა ამას მომღერალი არ გაუჩერებია და ყინვაში კარგი შოუ შესთავაზა შეკრებილებს. ვიდეო: ელენე დუმბაძე (ვიდეო)

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

თეონა კონტრიძე დაბადების დღეს დედის საფლავზე შეხვდა

მომღერალი თეონა კონტრიძე იუბილარია. დაბადების დღეს ის დედის საფლავზე შეხვდა. შეგახსენებთ, რომ თეონას დედა 2005 წელს გარდაეცვალა. სოციალურ ქსელში, თეონა ემოციურ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: "აი ასე დავიწყე მე ჩემი მეხუთე ათწლეულის აღნიშვნა.. ჩამოვფრინდი მშობლიურ ქალაქში.. პლანეტის ყველაზე ნათელ, წმინდა და საყვარელ ადგილას.. ეს არის ადგილი სადაც დედაჩემი დაკრძალეს.. რედი, ჩემო ანგელოზო! მადლობას გიხდი შენ სიცოცხლისთვის, შენი უანგარო სიყვარულისთვის.. დედა შენ ხარ ჩემი ვექტორი, კომპასი და ჩემი სინათლე.. მე უკვე 40 წლის ვარ..!"

თეონა კონტრიძის მიმართვა მათ, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებს – “ვერ ვიქნებით მეგობრები…”

თეონა კონტრიძემ ფეისბუქის გვერდზე მიმართვა გაავრცელა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსებს შეურაცხყოფას აყენებენ. "ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს ფეისბუქ-რგოლში რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს… დაახლოებით ამ ტიპის – ღორი რუსები, ღორების სახელმწიფო და ა.შ.

რეკლამა