20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

კესარია აბრამიძე საქართველოს სახელით ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე წარდგება

კესარია აბრამიძემ გამოაქვეყნა მიწვევა, რომელიც ახლახან მიიღო სილამაზის კონკურსიდან. როგორც თავად წერს, წარმატებით გაიარა შერჩევის ეტაპი და „მის საერთაშორისო ტრანს ვარსკვლავი“-ს მონაწილე იქნება.

კესარია აღნიშნავს:

„წარმატებით გავიარე კასტინგი, მოსალოცი წერილი მომივიდა ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქარათველოს სახელით „მის მსოფლიოზე“.

კონკურსი „მის საერთაშორისო ტრანს ვარსკვლავი“ არის სილამაზის კონკურსი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. ის პირველად 2010 წელს, ბარსელონაში ჩატარდა. გამარჯვებულს გადაეცემა გვირგვინი და ფულადი ჯილდო.

მის გამარჯვებულებს შორის არიან ტრანსსექსუალები შვეიცარიიდან, პუერტო რიკოდან, რუსეთიდან, ჩილედან, ბრაზილიიდან და ტაილდანდიდან.

Latest Posts

ბოლო სიახლეები