„თეატრალურის კვარტეტის“ მხიარული კონცერტი მოხუცთა თავშესაფარში (ფოტოები)

„თეატრალურის კვარტეტის“ მხიარული კონცერტი მოხუცთა თავშესაფარში (ფოტოები)

„თეატრალურის კვარტეტი“ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს და მათთან, ვისაც ქართული სიმღერის კონცერტებზე დასწრების საშუალება არ აქვთ, ანსამბლის წევრები თავად მიდიან.

ამჯერად ისინი ბათუმის წმინდა დიდ მოწამე ეკატერინეს სახელობის  მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ კონცერტით და როგორც მათ მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, კონცერტმა დიდ მხიარულებაში ჩაიარა.

როგორც „თეატრალურის კვარტეტის“ წევრები აღნიშნავენ:

„შევხვდით საოცარ ადამიანებს, ეს იყო სიყვარულით და ემოციით სავსე საღამო. ჩვენ გაგვახსენდა, თუ რამხელა ბედნიერებაა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ყოფნა, მათთან საუბარი, სიმღერა და მათი დარიგება თუ როგორი უნდა იყო და როგორ უნდა იცხოვრო. ღმერთმა ყველა გვადღეგრძელოს და მოგვცეს საშუალება, რომ დავბერდეთ“.

ანსამბლი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის აჭარის კულტურის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიას, მამა იოანე, Geoegian Art House და GDBA (საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია).

როგორც „თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, ლაშა კერვალიძემ გვითხრა, დღეს, 15 მარტს, კიდევ აქვთ ასეთი კონცერტები ორ ბავშვთა სახლში.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

March 15, 2019 / 1:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

9 აპრილისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალი ვერსია იწერება (ფოტოები)

წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით “ბრავო რექორდსში” 25 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ტრაგედიისადმი მიძღვნილი სიმღერის ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” – ახალი ვერსიის ჩაწერაზე მუშაობს. 1989 წელს მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნილი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერას, ქართველი მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ნანი ბრეგვაძე, გოგი დოლიძე, მედეა ძიძიგური, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ […]

რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად. შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„თეატრალურის კვარტეტი“ 15 წლის იუბილეს ახალი პროექტით აღნიშნავს

„თეატრალურის კვარტეტმა“ ახალი საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო. მისი სახელწოდებაა „აქ ემღერება გულს“. პროექტის შესახებ ანსამბლი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე წერს. „ძვირფასო მეგობრებო, „თეატრალურის კვარტეტმა“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო პროექტი სახელწოდებით “აქ ემღერება გულს”, პროექტს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა: 1) სოციალური სახის, რაც გულისხმობს რეგიონებში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ჩასვლას, ამ ადამიანების მიმართ პატივისცემის და სითბოს […]

„თეატრალურის კვარტეტის“ ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის

პოპულარული ანსამბლის, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის. მისი ფოტო პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დევს. იქვეა გამოქვეყნებული პატარა ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ პოპულარული ჯგუფის წევრმა სოლომომღერლად ბედის ცდა სწორედ „მხოლოდ ქართულში“ გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიცს ოთოსთან. საყვარელი მომღერალი – გოგი დოლიძე. სიამოვნებით ვიმღერებდი – ხმალი ავლესოთ ქართველებო. არასდროს ვიმღერებდი – არ არსებობს ასეთი სიმღერა. ათეულის წევრი რომ გავხდე – გამიხარდება. ჩემთვის სოლო მომღერლის როლის […]

„თეატრალურის კვარტეტი“ და „სუხიშვილები“ ერთობლივ კონცერტებს თბილისში გამართავენ

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, რიყის პარკში, 20:00 საათზე, „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ კონცერტებს გამართავენ. ღონისძიების სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება. რაც მთავარია, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. ჩვენ დავუკავშირდით „თეატრალურის კვარტეტის“ წევრს, ლაშა კერვალიძეს, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ლაშა კერვალიძე: ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში […]

დღის ფოტო – “თეატრალურის კვარტეტის” წევრი, კობა ჭეფხოძე მონიკა ბელუჩისთან ერთად!!!

“თეატრალურის კვარტეტი” მოგეხსენებათ, თეონა კონტრიძის პროდიუსერობით ბოლო დროს, მოსკოვში, ცნობილ ქართულ რესტორან “არაგვში” გამოდის. კვარტეტის წევრები ხშირად მასპინძლობენ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში ჩადიან. ახლახან კვარტეტის წევრმა, კობა ჭეფხოძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ცნობილ იტალიელ მსახიობთან, ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ერთადაა გადაღებული. რადიო “ფორტუნა” კობას დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორია ყველაზე ლამაზ ქალთან ფოტოს გადაღება, […]

რეკლამა