დევინ ბუკერი დემნა გვასალიას „ტანსაცმელი“ ჰუდით (ფოტო)

„ფინიქს სანსის“ მოთამაშემ, კალათბურთელმა დევინ ბუკერმა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ცნობილმა სახემ, დემნა გვასალიას ცნობილი კოლექციიდან ქართული წარწერით „ტანსაცმელი“ ჰუდი მოირგო. ის „ვეტმანის“ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.

შეგახსენებთ, რომ ეს ზედა არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ვარსკვლავები ამ ჰუდით განსაკუთრებით მოიხიბლნენ და ქართულ ანბანს უნებურად პოპულარიზაციას უწევენ.

Scroll to Top