თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს იხსნება – „ყოველი დღე განსხვავებული იქნება…“

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს იხსნება – „ყოველი დღე განსხვავებული იქნება…“

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL.

ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ლაშა ჯოხაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ:  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musia’s Lips for TFW ლოლიტაში. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, რადისონის ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის დაISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ.

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ.

 თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება. ოთხი დღის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო სივრცეში გიმასპინძლებთ. წელს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, შესაბამისად, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. ქართველი დიზაინერები და ორგანიზატორები სულმოუთქმელად ველოდებით თბილისის მოდის კვირეულის გახსნას. ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი ქართული მოდის მიმართ. 20 მაღალრეიტინგული მედიის წარმომადგენელი ჩამოდის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერტაშორისო მედიის ყურადღება და ვამაყობთ, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და ყაზბეგში გადაღებული ვიდეო ELLE.com-ს ქავერფოტოდ ექვსი თვის განმავლობაში ეყენა. რაც შეეხება ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ლეგენდარული ქალბატონების წარმოდგენას, წელს ერთი ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის მიერ მოწყობილ ულამაზეს ლოკაციაზე, ლეღვთახევში გაიმართება, ელენე ახვლედიანს მიეძღვნება.

 

მაკა კუბუსიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

თბილისის მოდის კვირეული რომ კარგი ღონისძიებაა, ეს ყოველ ჯერზე დაამტკიცა და ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ერთად, ის სასარგებლო ღონისძიებაცაა, მისი ყველა მონაწილე მხარისთვის, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც…

 

ია მაქაცარია, თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი:

დიდი მადლობა თბილისის მოდის კვირეულს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ლოკაციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ელენე ახვლედიანის თემატიკა წელს ლეღვთახევში იქნება წარმოდგენილი, წინა სეზონზე სოფიკო ჭიაურელისა და ნინო რამიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამ კუთხით მოდის კვირეულმა ძალიან საინტერესო შტრიხი შეიძინა. მოხარულები ვართ, რომ მოდის კვირეულის განმავლობაში თბილისი ყურადღების ცენტრში ექცევა.

 როგორც ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მოდის კვირეულის ფარგლებში ბევრი საინტერესო სიუპრიზი გველოდება…

 

ნინო მურღულია

 

 

სიახლეები/

|

October 24, 2017 / 1:59 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოე სულაბერიძემაც დატოვა

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარატავს. კითხვაზე, პროექტის დატოვების შემდეგ თუ დაუკავშირდა მას პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მოუწევს თუ არა მას თანხის გადახდა კონტრაქტის დარღვევისთვის. „ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც […]

რისთვის დააჯილდოვა ია ფარულავამ ანრი ჯოხაძე გულმხურვალე კოცნით (ვიდეო)

„ჩემო ძვირფასებო, მე და ანრი მოგესალმებით ქუთაისიდან და ერთი პატარა საიდუმლო, ფარული კონვერტი უნდა გავხსნა. იდეა, რომ მე გამეკეთებინა „ფარული კონვერტი“, ეკუთვნის ანრის“, აღნიშნა ია ფარულავამ თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც მცირე ხნის წინ სოცალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ფარული კონვერტის“ გაკეთების იდეის მიწოდებისთვის ანრიმ ია ფარულავასგან მხურვალე კოცნა დაიმსახურა და ძალიან კმაყოფილიც დარჩა. შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ზე გადაცემის […]

სოფია ბზეკალავა: „თუკი ვინმე თქვენი ცხოვრებიდან მიდის, ნუ ებღაუჭებით, ახლა ზუსტად ის დროა…“

სოფია ბზეკალავა წერს, რომ სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ყველა რთულ ურთიერთობას უნდა დაემშვიდობოთ. ასტროლოგის თქმით, ამგვარი ურთიერთობები არ უნდა დაიბგრეს ან სიმყარეზე გადამოწმდეს. გთავაზობთ სოფია ბზეკალავას სტატუსს ამ თემაზე: „ყველა ვერშემდგარ რომანსა და სტრესულად დასრულებულ ურთიერთობაში არის კანონზომიერება. ახლა ზუსტად ის დროა, როცა არასასურველი კავშირები საბოლოოდ უნდა დაინგრეს ან გადამოწმდეს სიმყარეზე. ჰოდა, თუკი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქეთი ჩხიკვაძე: „გულის ფორმის აქსესუარებით გამოვხატე სიყვარული ჩემი ქვეყნის მიმართ…“

დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფერადი კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი დაიხურა. ეს არის კოლექცია, რომელიც მან პარიზში მცირე ხნის წინ წარადგინა, ახლა კი მისი ნახვა თბილისის მოდის კვირეულის ქართველ და უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებსა და ბაიერებს შეეძლოთ. ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია ზურაბ წერეთლის მუზეუმში ვიხილეთ, შესაბამისი ინსტალაციის ფონზე, რომელიც მოდის კვირეულის წლევანდელ […]

ლაშა ჯოხაძის აქცია-პერფორმანსი და პროტესტი თბილისის მოდის კვირეულზე

ლაშა ჯოხაძის კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი 19 ოქტომბერს, „ღვინის ქარნახა #1“-ში გაიხსნა. დიზაინერი საზოგადოებისთვის ცნობილი „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ შექმნილი კოსტიუმებით გახსნა. პროექტზე დღემდე მუშაობს, თუმცა საკუთარი ატელიე ძალიან დიდი ხანია აქვს და კერძო შეკვეთებსა და კოლექციებზე მუშაობს. თბილისის მოდის კვირეულს წელს ეკომიმართულება აქვს და მოგვიანებით, აპირებს, მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებით შეკერილ კოლექციებს დაუთმოს პოდიუმი. ბუნებასთან […]

„მგონია, რომ ბელა მირიანაშვილი მიწაზე ფეხს არ ადგამდა“ – ქართული სტილის კერპის საღამო ფუნიკულიორზე

18 ოქტომბერს, ფუნიკულიორზე თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ქართველი კინოვარსკვლავის, ულამაზესი ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინომსახიობი სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ სფეროდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვინც მისი როლები ფილმში თუ სპექტაკლებში ნახა… ბელა მირიანაშვილის საღამო ბასა ფოცხიშვილისა და მისი გუნდის რეჟისურით დაიდგა. პროექტის წარმდგენი თბილისის მოდის კვირეულის „სტილის კერპის“ […]

თბილისის მოდის კვირეული ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნება

„სტილის კერპი“ – უკვე მერამდენე სეზონია, თბილისის მოდის კვირეული ულამაზესი ქართველი ქალბატონებისადმი მიძღვნილი საღამოებით იხსნება. ამჯერად მთაწმინდაზე ფუნიკულიორის რესტორანში 18 ოქტომბერს ბელა მირიანაშვილს წარმოგვიდგენენ, როგორც სტილის კერპს. ქართველ კინოვარსკვლავს პირველად აღმოაჩენენ უცხოური პრესის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც „სტილის კერპის“ საღამოები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კვირეულის ფარგლებში. ღონისძიების რეჟისორი, როგორც ყოველთვის ბასა ფოცხიშვილია. მედია „სოლო“-ს ჭავჭავაძეზე მდებარე ოფისში […]

თბილისის მოდის კვირეული 18 ოქტომბერს გაიხსნება – ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და ეკომიმართულება

თბილისის მოდის კვირეული „ღვინის ქარხანა #1“-ში ჩაივლის. სხვადასხვა დიზაინერი კოლექციებს საინტერესო სივრცეებში წარმოადგენს. კვირეულის გახსნა ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება, როგორც სტილის კერპს. ოთხი დღის განმავლობაში მოეწყობა ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „ეტერე“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები, ღონისძიება კი ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიომდინარეობს, რომელიც საკუთარ თავზე „ვოგის“, „ელის“, […]

რეკლამა