თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი დანიელ ორენი თბილისის ოპერაში ორ კონცერტს გამართავს

თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი დანიელ ორენი თბილისის ოპერაში ორ  კონცერტს გამართავს

 

16 და 18 იანვარს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ კონცერტს – „ოპერა – ფანტაზია“, რომელთაც უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი – დანიელ ორენი უდირიჟორებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი.  შესრულდება ფრაგმენტები ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, ნაბუკო“, „მაკბეტი“, „აიდა“, ასევე როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი“, ბიზეს ოპერიდან „კარმენი“, პუჩინის ოპერიდან „მანონ ლესკო“, მასკანის „სოფლის ღირსება“; ასევე, რაველის „ბოლერო“.

დანიელ ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორებიცაა ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice. 2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია) ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წლიდან კი თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი.

მიწვეული დირიჟორის სტატუსით, ორენი აქტიურად გამოდის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის შტაატსოპერაში, პარიზის, სან-ფრანცისკოს, ბუენოს აირესის, თელ-ავივის, ტოკიოს საოპერო თეატრებში, ასევე არენა დი ვერონაზე.

მაესტრო უმეტესად საოპერო ჟანრზეა ფოკუსირებული, თუმცა, სხვადასხვა დროს მას სიმფონიური მუსიკის კონცერტები გაუმართავს მსოფლიო კლასის ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის საუკეთესო ინტერპრეტატორი, თუმცა, წარმატებით ასრულებს ბელინის, დონიცეტის, ჰალევის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა მრავალრიცხოვან ნაწარმოებს. უმუშავია – ლუჩანო პავაროტისთან, პლასიდო დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა ჩედოლინსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან და სხვა დიდ მომღერლებთან ერთად.

 

სიახლეები/

|

January 10, 2018 / 4:15 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს. ნიკა აღნიშნავს: „მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ: 🔴არ არსებობდა პროექტი […]

მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის ზღაპრული თაფლობის თვე (ფოტოები)

„პირველი არხის“ საინფორმაციოს წამყვანი, მარიამ ვაშაძე მცირე ხნის წინ გაბედნიერდა. მისი რჩეული ვანო ბენიძეა, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის. ვანო დათა ახალაიას მეუღლის ძმა გახლავთ. ვანოსა და მარიამს ახლა თაფლობის თვე აქვს, რომელსაც ზღაპრულ ადგილას ატარებენ. წყვილი ფოტოებს აქვეყნებს მალდივებიდან, სადაც დასასვენებლად იმყოფება. მარიამისა და ვანოს ფოტოებს სოციალურ ქსელში, მათი მეგობრების მხრიდან, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. წყვილს […]

როგორ გამოიყურება უმაკიაჟოდ შორენა ბეგაშვილი (ფოტო)

შორენა ბეგაშვილი თურქეთშია. როგოც ჩანს, ის ისევ თავის გოგონასთან ერთად არის. ევას მკურნალობა, როგორც მცირე ხნის წინ მსახიობმა აღნიშნა, ჯერ არ დასრულებულა. შორენამ სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უმაკიაჟოდ არის და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება. შორენას ეკითხებიან, რატომ არის ასეთი მოწყენილი, რაზეც პასუხობს, რომ მთელი ღამე არ ეძინა, თუმცა მიზეზს არ ასახელებს. (ფოტო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დღეს ოპერის თეატრში „კარმენს“ წარმოადგენენ

დღეს, 11 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში  ჟორჟ ბიზეს „კარმენს“ წარმოადგენენ. დადგმაში პარტიებს ასრულებენ: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ირინა თაბორიძე, ვანო გალუაშვილი, გიორგი ჭელიძე, გიორგი მჭედლიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ელენე ჯანჯალია, ალექსანდრე დეკანოიძე, ირაკლი მუჯირი. მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ბალეტი, ორკესტრი. დირიჟორი – ბეატრიჩე ვენეცი დამდგმელი რეჟისორი  – ლევან წულაძე სცენოგრაფი – ირაკლი […]

თბილისის ოპერა 166-ე სეზონს 17 სექტემბერს ხსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ხსნის. 17 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება „აბესალომ და ეთერი“. დადგმაში მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, მაყვალა ასპანიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა, ალექსანდრე თიბელიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. დამდგმელი დირიჟორი […]

როგორ მოიხიბლა არნოლდ შვარცენეგერი ქართველი დების საოპერო აკადემიით

ეთერ ჭყონია (ლამორისი) ქართველი საოპერო შემსრულებელია, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავ დადგმაში მონაწილეობს და ამ სფეროში ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. ქალბატონი ეთერი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ინტერნეტით დავუკავშირდით ინტერვიუს ჩასაწერად. ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი აკადემიის შესახებაც ისაუბრა, რომელიც დასთან ერთად დააფუძნა და იმ ღონისძიებაზე, სადაც არნოლდ შვარცენეგერის მიწვევით, ზამთარში უნდა გაემგზავროს. თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ თქვენი ოპერით დაინტერესების შესახებ. ჩვენს ოჯახში მე ყველაზე ნაკლებად […]

რა ფასად შეძლებენ სტუდენტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებზე დასწრებას?!

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი ინიციატივა - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

რეკლამა