შალვა რამიშვილმა არ იცის, რისთვის დააკისრეს 2000 ლარის გადახდა – „რაც არ ყოფილა, იმას ვერ დამაბრალებენ…“

0
2487

შალვა რამიშვილი ცნობილ პროდიუსერს, შალვა რამიშვილს სექსუალური დევნის გამო 2000 ლარის გადახდა დაეკისრა. მის წინააღმდეგ საჩივარი თათია სამხარაძემ შეიტანა. სასამართლოზე შალვა რამიშვილის მხარე ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვდა, თუმცა თათია სამხარაძე ამის წინააღმდეგ წავიდა. საბოლოოდ, სასამართლომ შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა რამიშვილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობს. ამის შესახებ მან „სარკესთან“ ისაუბრა.

შალვა რამიშვილი:

სასამართლო პროცესზე ინფორმაცია საზოგადოებამ შეიტყო მხოლოდ ბაია პატარაიას პოსტიდან, რადგან არანაირი დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის. სასამართლო პროცესზე ზეპირად გამოქვეყნდა სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამხარაძის სარჩელი და მე დამეკისრა ჯარიმა მორალური კომპენსაციისთვის 2000 ლარის ოდენობით.

საინტერესოა, რომ სარეზოლუციო ნაწილში არ არის ახსნა-განმარტება, თუ რა ნაწილში დაკმაყოფილდა, რატომ დამეკისრა და ა.შ. მე სექსუალური შევიწროება-დისკრიმინაცია არ ჩამიდენია და იმედი მაქვს, რომ სამოტივაციო ნაწილში ეს არ იქნება ასახული.

უნდა დაველოდოთ სამოტივაციო ნაწილს, რომელიც, მაქსიმუმ, ერთ თვეში უნდა გადმოგვეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა განცხადება, რომელიც რაღაც სურვილებზეა დაფუძნებული, მხოლოდ სურვილია და სხვა არაფერი. დაველოდებით და, მოსამართლის მსჯელობიდან გამომდინარე, ჩვენც ვიმსჯელებთ, ვინ მოიგო ეს პროცესი და ვინ ვის დაუმტკიცა.

ფაქტია, რომ 2000 ლარი დანაშაულისთვის დაგეკისრათ…

არ ვიცი, რისია ეს 2000 ლარი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ სექსუალური ძალადობა, დისკრიმინაცია და ა.შ. არ დამტკიცდეს, ანუ ის, რაც არ ჩამიდენია. იმედი მაქვს, რომ რაც არ ყოფილა, იმას ვერ დამაბრალებენ. მე ხომ ვიცი, რომ არ ყოფილა შევიწროვება-დისკრიმინაცია?!

პროცესებს არ ესწრებოდით? არ იყო ამ ყველაფერზე მსჯელობა?

პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ ორი წინადადებაა, მაგრამ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მე ჯარიმა დამეკისრა. არც ერთი მუხლი და არც სხვა რამ მითითებული არ არის.

გაასაჩივრებთ გადაწყვეტილებას?

ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ უნდა ვნახოთ, რა წერია სამოტივაციო ნაწილში, მე მამა აბრამის ბატკანი არ ვარ და არც ეს სკანდალი მახასიათებს კარგად, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი რამ – მე არ ვარ მოძალადე და შემავიწროვებელი.

ფულის გადახდის პრობლემა არ არის. კანონი რასაც დამავალდებულებს, იმას გავაკეთებ. თუ ყველა ინსტანციას წავაგებ, რომც არ მინდოდეს, აღსრულების ბიურო მაინც გადამახდევინებს ფულს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here