სტეფანეს კონცერტი „ივენთ ჰოლში“ 7 ივლისს გაიმართება – „ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო კონცერტია თბილისში“

სტეფანეს კონცერტი „ივენთ ჰოლში“ 7 ივლისს გაიმართება – „ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო კონცერტია თბილისში“

„ოქროს ტალღის“ ორი ჯილდოს მფლობელი სტეფანე მღებრიშვილი, რომელმაც წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოვების ცერემონილაზე და ასევე რადიო „ფორტუნას“ რჩეულიც გახდა, მორიგი კონცერტისთვის ემზადება.

7 ივლისს ის მსმენელის წინაშე „ივენთ ჰოლში“ წარდგება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მასთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან პაატა ანდრიაძე (კლავიში), გიორგი მანაგაძე (ბასი), უჩა მეტრეველი (გიტარა), ზაზა ცერცვაძე (დრამი), დათო შამანაური (საყვირი) და ჯგუფი „სპარკლი“, როგორც სტეფანეს ბექ-ვოკალი.

„ძვირფასო მეგობრებო, ვიცი, შეგაწუხეთ ჩემი სიახლეებით, ამიტომ რომ არ შეწუხდეთ, ესეთი გადაწყვეტილება მივიღე:

ამ სეზონზე ეს ჩემი ბოლო კონცერტია თბილისში და ოქტომბრამდე პაუზას ვიღებ, რომ სიახლეებით დაგიბრუნდეთ შემოდგომაზე და დიდი კონცერტი გავმართო. რადგან ადგილები შეზღუდულია და რეკლამის გარეშე მაგიდები უკვე გაყიდულია, დაპატიჟებასაც ვერ შევძლებ. უკვე შეგიძლიათ იზრუნოთ ბილეთებზე – მაგიდებია განსაზღვრული და ფეხზე სადგომი ბილეთებიც არის. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის“ – აღნიშნავს სტეფანე.

ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge.

სიახლეები/

|

June 23, 2017 / 3:24 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სტეფანემ კონცერტზე მსმენელს დაუჩოქა – „სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გულკეთილები ხართ…“

სტეფანე მღებრიშვილმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გუშინდელი კონცერტის შესახებ დაწერა: „ვეცდები, ყველას პასუხი გაგცეთ! წარმოუდგენელი მადლობა ყველას! სათითაოდ ყველას! ფილარმონიის ფობია მქონდა. ბავშვობიდან მეშინოდა ამ დარბაზის და არ ვამბობდი! ამიტომ მთელი ღამე არ მეძინა და როცა ჩამეძინა, თავის ტკივილით გავიღვიძე! იმ გუნდის გარეშე არაფერი არ გამომივიდოდა, ყველას უშველებელი მადლობა! უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გულკეთილები […]

სტეფანე: „მართლა რთულ პერიოდს დაემთხვა ჩემი კონცერტი…“

სტეფანე 7 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტისთვის ემზადება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ესმის, მისი კონცერტი რთულ პერიოდს დაემთხვა, მაგრამ ის დაგეგმილი ჰქონდა და მაინც ატარებს. სტეფანე წერს: „სანამ კიდე რამე მოხდა, დავწერ.  მართლა რთულ პერიოდში დამემთხვა ეს კონცერტი… და რასაც ჰქვია, გავიტანეთ მაინც. აღარ მინდა, გაწუხებდეთ ჩემი კონცერტებით და ახალ წლამდე თბილისში კონცერტს აღარ გავმართავ ( […]

სტეფანეს ახალი ვიდეოკლიპი ახალ სიმღერაზე გამოვიდა

სტეფანე მღებრიშვილი 7 ივნისს ფილარმონიის დიდ დარბაზში კონცერტისთვის ემზადება. მანამდე მცირე ხნით ადრე კი მსმენელს დაპირებული ახალი სიმღერა წარუდგინა, რომლის სახელწოდებაა „შენთან მოვდივარ“ და ის ისეთივე მელოდიურია, როგორიც სტეფანეს დანარჩენი რეპერტუარი. კლიპის რეჟისორია გრიგორ დევეჯიევი, ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი, მონტაჟის ავტორი: ლევან ბუთხუზი, სტაილინგი: ბუბა ბებოშვილის, ვიზაჟი: ქრისტინა რეჯინის. პროდიუსერი გახლავთ ალექსანდრე კაკაბაძე. კლიპში მონაწილეობენ ლიკა […]

სტეფანე დიდ ბრიტანეთში „ევროვიზიის“ საწინააღმდეგო გადაცემაში მიიწვიეს – „არაფრის მაქნისად და ფულის მახედ მოიხსენიებენ…“

სტეფანე მღებრიშვილი წერს, რომ „ევროვიზიის“ შესახებ ბრიტანული ტელევიზია გადაცემას ამზადებს, სადაც ამ კონკურსზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრებენ და სტეფანეც მიიწვიეს, როგორც ერთ-ერთი მონაწილე. მომღერალი აღნიშნავს: „რამდენჯერაც ევროპული გადაცემები აკეთებენ სიუჟეტს „ევროვიზიაზე“, იმდენჯერ მიკავშირდებიან. ასევე ყოველ წელს ევროვიზიის კონკურსზე ჩვენ გვანახებენ , როგორც ბენდს, რომელიც ისტორიაში შევიდა და დაიბლოკა, როცა ამის ფიზიკური მიზეზი არ არსებობდა. და უამრავი […]

სტეფანე: „გია სურამელაშვილმა ბევრს მუსიკალური ქამინგ აუტის შესაძლებლობა მისცა…“

გია სურამელაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავად ერთ-ერთ რესტორანში გამართულმა წვეულებამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა, მომღერალს თაყვანისმცემლები კიბეებთან დახვდნენ და უამრავი თაიგული მიუძღვნეს, რესტორანი კი გადავსებული იყო. მსმენელს შორის უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. ახლაც, იმავე რესტორანში სურამელაშვილი 14 თებერვალს ეპატიჟება შემოქმედების თაყვანისმცემლებს. სოციალურ ქსელში ნახავთ, თუ როგორ ემზადება ესა თუ ის ცნობილი ადამიანი ამ კონცერტზე მოსახვედრად. […]

რეკლამა