ლაშა ბასლანძე: „ბირჟა მაფიის“ ბიჭებს ვინც ჩაუდო, იმათზე რა ხდება?“

0
2005

„შინაურების“ პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ეხმაურება იმ კადრებს, რომლებიც „ლიბერალმა“ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, აქ ასახულია ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურა, სადაც ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებულს გარეშე პირების თანდასწრებით აშიშვლებენ…

ლაშა ბასლანძე, რომელსაც ხელისუფლებაში მეგობრები ჰყავს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მიიჩნევა, წერს:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ესენი არიან თქვენი მტრები და ეგ დაიმახსოვრეთ! ასე იბადებოდნენ ახალაიები და კოდუები) დღეს კიდე იცით, სადაც არიან. ყველას იგივე უწერია თუ გაექცევა. უნდა მაგრად დაფიქრდეთ ამაზე! „ბირჟა მაფიის“ ბიჭებს ვინც ჩაუდო, იმათზე რა ხდება? გგონიათ, ვინმე დაივიწყებს მაგ ამბავს?) თან, ერთ-ერთი, როგორც ვიცი, გიორგი იმერლიშვილია, რომელმაც 2010 წელს იმავე მეთოდით დამიჭირა მაწამა და გლდანში გამიშვა. ცხოვრების ბოლო წამამდე არ მოვეშვები ამ ამბავს! დაიჭირეთ და საჯაროდ აგებინეთ პასუხი ყველას, ვინც ქვეყანას აქცევს, თორე ხვალ თქვენც გასაქცევად გექნებათ საქმე და მე ამაზე მაგრად გული მეტკინება, იმიტომ რომ რაღაც წვლილი მეც მაქვს იმაში, დღეს რომ მაგ თბილ სკამებზე ზიხართ. წარმატებები და არ გეგონოთ, რომ ვინმე რამეს დაივიწყებს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here