სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი – რას მოუწოდებს საკუთარ თაყვანისმცემლებს

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი – რას მოუწოდებს საკუთარ თაყვანისმცემლებს

„ოქროს ტალღა 2017“-ის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. 125 სიმღერა უკვე ელის მხარდაჭერას. წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გამოსავლენად კონკურსს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 2013 წლიდან ატარებს. სხვადასხვა დროს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა, 5000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, ანრი ჯოხაძე და სხვა შემსრულებლები.

ახლახან საიტზე goldenwave.ge გამოქვეყნდა ის სიმღერები, რომლებიც შესაძლოა, ინტერნეტრჩეულის ნომინაციაში მოხვდნენ, თუკი შესაბამისი რაოდენობის ხმას დააგროვებენ.

ქართველმა მომღერლებმა, ვისი სიმღერა ან სიმღერებიც ამ სიაშია, უკვე დაიწყეს საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდებზე მოწოდებების გავრცელება და საკუთარ თაყვანისმცემლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამგვარი მოწოდება დადო, სოფო ნიჟარაძეა. „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია მისი სიმღერა „მაპატიე“, მელოდიის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი ირინა სანიკიძესა და დავით დოიაშვილს ეკუთვნით.

სოფო წერს:

„მაპატიე“ „ოქროს ტალღაზე“ ❤️

ჩემს მხარდასაჭერად, გადადით ბმულზე და ხმა მიეცით, თუ, რა თქმა უნდა მოგწონთ და სურვილი გაქვთ, დიდი მადლობა ყველას“

სიახლეები/

|

May 10, 2017 / 2:00 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სოფო ნიჟარაძე: „მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას…“

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღის“ ნომინანტი კიდევ ერთხელ არის. წინა წელს მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. წელს კი სიმღერის „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, ახლებური ვერსიის შესრულებითაა წარდგენილი ამ კონკურსზე. სოფო ნიჟარაძე: მართლა მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ის გახდა მასშტაბური, ეროვნული, დიდი და გრანდიოზული. ეს არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოება ქვეყანაში და ჩემი […]

„ცოლად უნდა გავყვე“ – სოფო ნიჟარაძე „კაა“-ს ავტორზე

მსახიობი ლაშა ცუცქირიძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის შემდეგ სუპერპოპულარული გახდა. მის მიერ ზვიად კუპრავას გამოსვლის შემდეგ ნათქვამი „კაა“ უამრავი ქოუბისა და ფოტოშარჟის შთაგონებად იქცა. ის არაერთი სტატუსის გმირიც გახდა სოციალურ ქსელში. ჩვენი ყურადღება კი სოფო ნიჟარაძის სტატუსმა მიიქცია. მომღერალმა მისი „კაა“-ს ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ცოლად უნდა გავყვე“. რასაკვირველია, სოფოს სახუმარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. […]

გიორგი გაბუნიამ მიშა სააკაშვილის სიცილი განასახიერა – “სოფო, შენ გამიგებ ყველაზე კარგად”

გიორგი გაბუნია და სოფო ნიჟარაძე დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთმანეთთან საკმაოდ შეხუმრებულებიც. გუშინდელი მხოლოდ „ქართულის“ ლაივი ამ მხრივ გამორჩეული გამოდგა. „ახლა აღმოვაჩინე, რომ ჯერ კიდევ როდის ვმღეროდი ქართულს. მე სხვათა შორის, არათუ ვმღერი ქართულს ამ კონკურსიდან გამომდინარე, არამედ ჩემი ვერსიებიც მაქვს. ახლა ვიმღერო?“, იკითხა გიორგიმ და წაიმღერა „მე ვარ ერთი ციდა, მე სიცილი მინდა“, […]

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

მარინა ბერიძე „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრობაზე: „შეიძლება, ასაკთან ერთად უფრო საყვარელი გავხდი..“

„მხოლოდ ქართული“ – ასე ჰქვია მუსიკალურ პროექტს, სადაც, სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ მიხვდებოდით, რომ მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება, კონკურსის ჟიურიში კი მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე იქნებიან. ამის შესახებ თავად ისაუბრეს „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში. კითხვაზე, იქნება თუ არა ისეთივე მკაცრი ჟიურიში, როგორც მანამდე იყო, მარინა ბერიძემ ასე უპასუხა: „აბა, მე რაღა გამოცვლის ახლა?!. შეიძლება, ასაკთან […]

რეკლამა