სოფო ბათილაშვილი: „კოსტა კარანაძის წყალობით შევასრულე „დაიგვიანეს“

სოფო ბათილაშვილი: „კოსტა კარანაძის წყალობით შევასრულე „დაიგვიანეს“

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი წერს, რომ კოსტა კარანაძის წყალობით მიეცა საშუალება, შეესრულებინა „დაიგვიანეს“ საფინალო ტურში, რამაც როგორც იცით, მაყურებლის დიდი ართოვანება გამოიწვია.

გთავაზობთ სოფოს სტატუსს:

„Konstantine Karanadze-ს წყალობით მომეცა ამ სიმღერის შესრულების საშუალება, მას მოვასმენინე ამ სიმღერის ნაწყვეტი და გადაწყვიტა, რომ კარგად გამომდიოდა და იქამდე იძახა, სოფოს „დაიგვიანეს“ მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთო, სანამ არ შეაწუხა ხალხი და ძალით არ მოასმენინა ხელმძღვანელებს, რომლებმაც საბოლოოდ ეს სიმღერა მომცეს ფინალში სამღერად…

Nugzar-David Kavtaradze ადამიანი, რომელმაც პირველმა შემაჭიდა ამ სიმღერას და შემაყვარა!..

გიორგი უშიკიშვილის მოსმენით და მისი ტექნიკის გამეორების მცდელობით ბევრ ახალ რამეზე ვიმუშავე, თავი დავაკალი და საბოლოოდ ასეთი გამოვიდა…

სიამოვნებით შევასრულებდი ამ სიმღერას ახლიდან“.

სიახლეები/

|

June 13, 2018 / 12:50 pm

TOP სიახლეები

Jessy J „ანუკის“ ორეულში (ფოტოები)

პოპულარული ბრიტანელი მომღერალი Jessy J ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, „ანუკის“ კოლექციიდან ბრჭვიალა ულამაზესი ორეულით გამოჩნდა. ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. ეს არა რის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ვარსკვლავები ქართველ დიზაინერებს ირჩევენ, ჯაბა დიასამიძე, გიორგი ქებურია, Mach & Mach, Situationist, თამუნა ინგოროყვა ასევე ხშირად აცვიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჯიჯი ჰადიდი, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი და სხვები. (ფოტოები)

სკანდალური სპექტაკლის რეჟისორი: „შეურაცხყოფილი იყო უმეტესად უფროსი თაობის მაყურებელი…“

კომედიის ფესტივალი, რომელიც გორში იმართებოდა, 15 ივნისს სკანდალით დასრულდა. სამეფო უბნის თეატრის მიერ მიშა ჩარკვიანის რეჟისურით წარმოდგენილი„ დემონები“ მაყურებლის მცირე ნაწილმა უცენზურო სიტყვებისა და მათი თქმით, შეუსაბამო სცენების გამო ვერ მიიღო და დარბაზი დატოვა, მათ შორის გახლდათ გორის ვიცემერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ფესტივალის ორგანიზატორებს მათთან შეეთანხმებინათ რეპერტუარი. სპექტაკლის რეჟისორი, მიშა ჩარკვიანი ასეთი სტატუსით […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სოფო ბათილაშვილი „ფეისბუქის“ რეკორდსმენია

სოფო ბათილაშვილმა წინა ორშაბათს ნამდვილი ფურორი მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ფინალზე გამარჯვების ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. მისი შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ (კომპოზიტორი: ეთერ ჭელიძე) ქართული „ფეისბუქ“-სივრცის ნამდვილი რეკორდსმენი გახდა. მხოლოდ ხუთ დღეში ამ ვიდეომ „მხოლოდ ქართულის“ სოციალური ქსელიდან არნახული რეკორდი დაამყარა ქართული მეგაშოუების ისტორიაში, დააგროვა მილიონზე მეტი ნახვა და 25 000-ზე მეტი […]

სოფო ბათილაშვილი: „როცა სიმღერა დავასრულე, თავისუფლების და სიმშვიდის უზარმაზარი შეგრძნება მქონდა…“

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია. მის მიერ შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ ნამდვილა ჰიტად იქცა. მას აკომპანემენტი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ გაუწია, რომლის შექმნილი ვერსიები ძველ ქართულ მელოდიებზე მხოლოდ ქების ღირსია. „ძეგლად გადმომეფარე“ სოფო ბათილაშვილმა მხოლოდ გიტარის თანხლებით შეასრულა. მის ამ ნამღერს ამ დრომდე 918 000 ნახვა აქვს სოციალურ ქსელში და მალე მილიონსაც […]

გურამ შეროზია „მხოლოდ ქართულის“ და „იქს ფაქტორის“ კონკურენციაზე: „ორივე თავს იკლავს…“

ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ დიდი კონკურენციის შედეგად, რომელიც ორ წამყვან არხს შორის არის გაჩაღებული, ორი ძალიან კარგი მუსიკალური პროექტი მივიღეთ. „აი, რას გვიშვება კონკურენცია – რუსთავი 2-მა, “მხოლოდ ქართულში ” ჩადო ყველაფერი, სადაც კი ვინმე სახე ჰყავს – ყველა ერთად გამოიყვანა, ეპატაჟიც, მუღამიც და მოკლედ – დადო მშვენიერი შოუ – არც იმედი შეეგუა ამ […]

სოფო ბათილაშვილი – „ მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალის უპირობო ლიდერი

„მხოლოდ ქართულის“ ვნებათაღელვამ გუშინ პიკს მიაღწია. პროექტი ორმა მონაწილემ, ოთო კვალიაშვილმა და გოგა გიორგელაშვილმა დატოვეს. გამარჯვებისთვის ფინალში, შემდეგ ორშაბათს იბრძოლებენ – სოფო ბათილაშვილი, საბა კემულარია, ალექსანდრე მრელაშვილი და კოსტა კარანაძე. ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი არანჟირებებით გაცოცხლებული ქართული მელოდიები სცენიდან ერთიმეორეს მიყოლებით იღვრებოდა. მონაწილეებს დიდი ნერვიულობა ეტყობოდათ, საბა კემულარიას პირველად დაავიწყდა ტექსტი, კოსტა კარანაძე კი ჟიურის შეფასებებს […]

ნიკა გვარამია „იქს ფაქტორის“ რეიტინგზე – „მე თავს მოვიკლავდი…“

„მხოლოდ ქართულისა“ და „იქს ფაქტორის“ გუშინდელ შერკინებაში „რუსთავი 2“-ის ახალმა პროექტმა პირწმინდად მოიგო. „მხოლოდ ქართულის“ რეიტინგი 19%-მდე ავიდა, მაშინ, როდესაც „იქს ფაქტორის“ პირველ ლაივს დაახლოებით 9%-მდე რეიტინგი ჰქონდა. დილიდან ამ ამბავს გამოეხმაურნენ როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ასევე გადაცემის წამყვანები, ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრი, სოფო ნიჟარაძე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ […]

რეკლამა