ლიზა ყენია: “შევპირდი, რომ დავბრუნდები და თან მარტო არა”

ლიზა ყენია: “შევპირდი, რომ დავბრუნდები და თან მარტო არა”

მომღერალი, ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს:
“რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, ბავშვთა სახლიდან გირეკავთ და მთხოვეს მივსულიყავი, ბავშვებს შენი გაცნობა უნდათ და ძალიან გაახარებთო, ყოველთვის მინდოდა მივსულიყავი ადრეც, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი, გარკვეული ბუნებრივი მიზეზების და გამო, ვიცნობ ჩემს თავს და ვიცოდი, რომ რაღაც ისეთი დამემართებოდა რაც, ბავშვებს ჩემს სისუსტეს დაანახებდა. არ მინდოდა მათთვის მისაბაძი ადამიანი, რეალობაში სენტიმენტალური ჰგონებოდათ. აქამდე ყოველთვის ამის გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ამ ყველაფრის კონტროლი შემიძლია და მივედი, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ესეთი ლაღი და თბილი ბავშვები, ერთად არასოდეს მინახავს, ამხელა სიყვარულის გამოხატულებაც ერთიანად არასოდეს მინახავს, მეგონა რომელიღაც კეთილ ზღაპარში მოვხვდი, სადაც ერთ დიდ სახლში, სულ კეთილი ბავშვები ცხოვრობენ, ასეც იყო..

ოღონდ ამ ზღაპრის მიღმა და ბავშვების მიღმა, უდიდესი სევდაა, რომელიც არც ერთს არ დაუნახებია ჩემთვის, მაგრამ მე მაინც ვხედავდი თითოეულის თვალებში…

იმის მაგივრად მე მომეწყო მათთვის დაუვიწყარი დღე, ეს ყველაფერი თვითონ მოახერხეს და ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ეს დღე ყოველთვის, მთხოვეს, რომ არ წავსულიყავი, ზოგმა გამიშვა, მაგრამ მთხოვა, რომ აუცილებლად დავბრუნებულიყავი, ხოდა შევპირდი, რომ დავბრუნდები და თან მარტო არა და ახლა ჩემი ვალია მოვუწყო დაუვიწყარი დღე, ისეთი, როგორიც თვითონ მაჩუქეს…“ – წერს ლიზა.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლიზა ყენია იბიცაზე გადაღებულ ცხელ ფოტოებს აქვეყნებს

მომღერალი ლიზა ყენია იბიცაზე ისვენებს. ცნობილ ადგილას, სადაც ძირითადად ელექტრონული მუსიკის მოყვარულები იკრიბებიან, ლიზა ყენია საყვარელი დიჯეის მოსასმენად ჩავიდა. მომღერალმა არაერთი ცხელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ძალიან სექსუალურად გამოიყურება. ლიზა სოცქსელებში ყოველთვის თამამ ფოტოებს აქვეყნებს და ბევრ კომპლიმენტსაც იმსახურებს, რადგან შესაშურ ფორმაშია. (ფოტოები)

ლიზა ყენიას სექსუალური ფოტოსესია

ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს და ძირითადად, მხოლოდ ფოტოებს ათავსებს ხოლმე. მცირე ხნის წინ ის მოსკოვში იყო სამოგზაუროდ. ახლა კი თბილისში დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ახალ სიმღერაზე მუშაობს. პარალელურად ლიზამ ახალი სექსუალური ფოტოსესია გადაიღო. მან ფოტოგრაფ Shotie Blackmore Photography-თან იმუშავა. როგორც ხედავთ, ფოტოები ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ლიზა ყენია მონასტერში წავიდა

ლიზა ყენიამ ინსტაგრამის "სთორებში" მამა თეიმურაზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მამა თეიმურაზი ყენიას მოძღვარია. ვიდეო ეკლესიის ეზოში არის გადაღებული. რის შემდეგაც გაჩნდა, მოსაზრება, რომ მომღერალი რამდენიმე დღით მონასტერში წავიდა.

ლიზა ყენიამ მოწევას თავი დაანება

- ორი წელი ვეწეოდი სიგარეტს და არც არასდროს წარმომედგინა თავს თუ დავანებებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მაღზიანებდა. როცა ვგრძნობ, რომ ჩემს ჯანმრთელობას რაღაც აზიანებს, აუცილებლად უარს ვამბობ იმაზე. ერთ დღესაც გავიღვიძე და ვთქვი, რომ აღარ მოვწევ, აღარც ვეწევი. ამდენი წელი მოდაში იყო მოწევა და ალბათ მეც ამის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ უკვე ცუდ ტონად ითვლება მოწევა, ჯანმრთელობასაც ვნებს და ყველას ვურჩევ უარი თქვას ამ მავნე ჩვევაზე. სიგარეტის გარეშე ცხოვრება ძალიან მაგარია.

ლიზა ყენია და ნოდარიკო კოდუა შერიგდნენ

მომღერალი ლიზა ყენია და ერეკლე კოდუას ვაჟი, ნოდარიკო თავიანთ ურთიერთობას აღარ მალავენ. ურთიერთობის აფიშირება, წყვილმა სოციალურ ქსელში საჯაროდ მოახდინა. ლიზა ყენიას და ნოდარიკო კოდუას ლავ სთორის შესახებ, თბილისი ერთი წლის წინ ალაპარაკდა.

რეკლამა