14.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

რატომ აკრიტიკებს ლაშა ბუღაძე ქართველ ჟურნალისტებს?

მწერალი, ლაშა ბუღაძე ბერლინალეზე იმყოფება, სადაც რეზო გიგინეიშვილის ფილმის, “მძევლების” საპრემიერო ჩვენება შედგა. ლაშა სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს.

“რა უცნაური ხალხი ვართ: ბერლინალეზე 5 ქართული ფილმია, დარბაზებში ნემსს ვერ ჩააგდებ, იმდენი ხალხია, ხოლო ქართველი ჟურნალისტები, ერთ-ერთი კლინიკის შესასვლელ-გამოსასვლელს ყარაულობენ, რომ იქ მიმსვლელ-მომსვლელი ქართველი აფერისტები არ გამორჩეთ. ბერლინალეს პრეს-კონფერენციებზე (თუნდაც ჩვენ ფილმზე) მარტო უცხოელ ჟურნალისტებს ვხედავ. ქართველი ჟურნალისტებიდან ერთადერთი მარიკა ბაკურაძე დადის, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ხვდება, სინამდვილეში რა არის ახლა და აქ მნიშვნელოვანი…” – წერს ბუღაძე.

Latest Posts

ბოლო სიახლეები