საყვარელი ფილმები და მუსიკა, რომელსაც უსმენს – ნინი ბადურაშვილი ,,არტ-Fm”-ში

საყვარელი ფილმები და მუსიკა, რომელსაც უსმენს – ნინი ბადურაშვილი ,,არტ-Fm”-ში

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია ნინი ბადურაშვილი. ვისთან ერთად ატარებს თვითიზოლაციას მომღერალი, რითი ერთობა და რომელი ფილმებს, წიგნსა თუ მუსიკას გვირჩევს, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

როგორ და ვისთან ერთად ატარებ თვითიზოლაციის დღეებს?

მთელი ოჯახი ვართ მცხეთაში და ძალიან მიხარია, რომ არ მომიწია თბილისში ყოფნა. ალბათ ძალიან რთულია ბინაში გამოკეტვა. როდესაც მზეს და თბილ ამინდს ხედავ გარეთ გასვლა გინდება, ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა, გვაქვს დიდი ეზო, სადაც დღის ნახევარს ვატარებთ, ასევე  მეზობლებთანაც ვკონტაქტობთ შორიდან. რომ გითხრათ ძალიან გვიჭირს და მოვიწყინეთთქო, ასე არ არის. არსებობს გამოსავალი და ეს თავად უნდა აღმოაჩინო.

რას გვეტყვი შენს ახალ ნამუშევრებზე, რომელზეც მუშაობდი?

ამ ეტაპზე შევაჩერე ჩაწერა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბოლოს სტუდიაში მაშინ ვიყავი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დავასრულებ. ძალიან მინდოდა ამ ზაფხულზე ერთი ჩემი ძველი სიმღერის ჩაწერა დამესრულებინა, რომლის ახალი ვერსია გააკეთა ბორიკო შხიანმა, ეს არის ირაკლი ბიბიას სიმღერა „გაზაფხულია“.

თვითიზოლაციის დროს რა სიახლეები აღმოაჩინე შენს თავში?

ქსოვა მიყვარს ძალიან, რომელიც ბებიამ მასწავლა და ჩემი ერთ-ერთი ჰობია,  ამ პერიოდში არაფერი მომიქსოვია, თუმცა ძალიან ბევრი ქუდი და კაშნი მაქვს ჩემი ხელით მოქსოვილი. ამ კარანტინის პერიოდში სამზარეულოში გავაქტიურდი, თუმცა ვართ ძალიან განებივრებულნი, რადგან მყავს ისეთი ბებია, რომელიც არ გვაკარებს სამზარეულოს.

რომელ სიმღერას უსმენ ხშირად და რის მოსმენას ურჩევდი ჩვენს მსმენელს?

ხშირად ვუსმენ ვარჯიშის დროს მუსიკას, ამ ბოლო პერიოდში კი ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ ნამუშევარს ,,the other side”-ს, ასევე Doja Cat-ის – Say So-ს , რომელიც ძალიან გაჰიტდა და ალბათ ყველამ იცის.

კითხულობ თუ არა წიგნებს თვითიზოლაციაში?

წიგნს სულ ვკითხულობ, ამ პერიოდში კი დავიწყე მარიო ვარგას ლიოსას  „ცუდი გოგოს ოინების“ კითხვა.

საყვარელი ფილმი, რომელსაც გვირჩევ?

ფილმი ძალიან ბევრი შეიძლება გირჩიოთ, თუმცა ერთ-ერთს გავიხსენებ, რომელიც ძალიან მიყვარს და უმრავლესობას ნანახი აქვს, ეს არის ძველი ფილმი „თქვენთვის წერილია“, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ ვუყურებ ხოლმე. ასევე გირჩევთ ნახოთ „ქაღალდის სახლი“ , რომელიც ესპანური სერიალია.

თუ ურჩევდი მშობლებს რაიმე გასართობს შვილებისთვის?

გირჩევდით პროგრამა Tik-tok-ს , რომლითაც მოვიწამლე (იცინის) და ყოველდღე ვსწავლობ ახალ მოძრაობებს. მეგონა, რომ ჰიპ-ჰოპი და მსგავსი ცეკვები არ გამომდიოდა, თუმცა ვხვდები, რომ შემიძლია. არის ძალიან გასართობი და ბავშვებშიც ძალიან პოპულარული პროგრამაა. არ შემიძლია არ ვახსენო ვარჯიში, რომელსაც ყოველთვის ეკავა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ახლა უფრო დიდი დოზითაა, მინდა ყველას გირჩიოთ, რომ ყოველდღე ივარჯიშოთ დღეში 30 წთ მაინც.

სიახლეები/

|

April 24, 2020 / 1:24 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი ბადურაშვილი: „გიორგის ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო“

ნინი ბადურაშვილი „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის გადაცემას სტუმრობდა და ბევრ კითხვას უპასუხა, მათ შორის გავრცელებულ ჭორებს მის რომანებთან დაკავშირებით. როგორც ნინი აღნიშნა, ერთ-ერთ ბიზნესმენს მასზე ძალიან უსიამოვნო რაღაცებს სწერდნენ. შენი რომანების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, გვესაუბრე ამის შესახებ და ასევე გვითხარი რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? გიორგის (ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე) ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო. ამ ეტაპზე არაფერია ჩემს პირადში ახალი, არის გარკვეული […]

დათუნა მგელაძე ნინი ბადურაშვილს: „როგორ მინდა, ყველა გიცნობდეს…“

ნინი ბადურაშვილს გუშინდელი ამბის შემდეგ უამრავმა კოლეგამ და ცნობილმა სახემ გამოუხატა მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნინიმ მასზე ერთ-ერთი უარყოფითი კომენტარის ავტორს გარეგნობაზე მიუთითა, მომღერლის მიმართ უამრავი ცუდი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელებში. მომღერალი დათუნა მგელაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ნინის მხარდაჭერა გამოუთქვა და დაწერა: „როგორ მინდა, ყველა გიცნობდეს, საუკეთესო ადამიანი ხარ ♥️ძალიან მიყვარხარ“.

ვიდეო: სოფო გელოვანი ნინი ბადურაშვილს მიმართავს: “ამას უძლებ ყოველდღე?“

სოფო გელოვანი ჭავჭავაძეზე ისეთ საცობში აღმოჩნდა, რომ როგორც ჩანს, ნინი ბადურაშვილის ამას წინანდელი პოსტი გაახსენდა, სადაც ნინი წერდა, რომ საცობის გამო რამდენჯერმე ყიფშიძეზე მდებარე სახლში ვერ დაბრუნდა. “ამას უძლებ ყოველდღე? დავიჯერე, რომ ასეთი საშინელება ხდება. ზუსტად 15 წუთია ვდგავარ. შენს საყვარელ ადგილას მოვხვდი“, უწერს კოლეგას სოფო. ეს ვიდეო ნინიმ საკუთარ “ინსტაგრამზე: გააზიარა. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილის ახალი ცხოვრება: „ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ვიცი, როგორი ადამიანები არ უნდა მოვუშვა ახლოს…“

ნინი ბადურაშვილმა პანდემიის შემდეგ ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა – „გაზაფხულია“ ერთ თვეში მილიონჯერ ნახეს „იუთუბზე“. ნინი ამ შედეგს ელოდა და თავისი ნამუშევრით კმაყოფილია, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო მეტზე ფიქრობს. ტელევიზიაში თავს კარგად გრძნობს და დედა-შვილობაშიც ახალი აღმოჩენები აქვს. თუმცა მთავარი, რაც ახლა აღმოაჩინა, არის ის, რომ არასდროს ახლოს აღარ მოუშვებს ადამიანებს, რომლებიც მისი საშუალებით […]

ვიდეო: კახიანების ოჯახის მცხეთის სახლი, სადაც ულამაზესი ეზო და ბაღია

ნინი ბადურაშვილს ოჯახში, მცხეთის სახლში, სადაც ბებია-ბაბუასთან, დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, „იმედის“ დილის გადაცემა ესტუმრა. კახიანების მთელ ოჯახს ძალიან უყვარს ყვავილების მოვლა. როგორც ეკა კახიანი ამბობს, ყველაფერი ამ სახლში იმედას გაკეთებულია, შემდეგ კი ქალებმა შეავლეს ხელი. (ვიდეო)

რეკლამა