საყვარელი ფილმები და მუსიკა, რომელსაც უსმენს – ნინი ბადურაშვილი ,,არტ-Fm”-ში

0
829

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმარია ნინი ბადურაშვილი. ვისთან ერთად ატარებს თვითიზოლაციას მომღერალი, რითი ერთობა და რომელი ფილმებს, წიგნსა თუ მუსიკას გვირჩევს, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

როგორ და ვისთან ერთად ატარებ თვითიზოლაციის დღეებს?

მთელი ოჯახი ვართ მცხეთაში და ძალიან მიხარია, რომ არ მომიწია თბილისში ყოფნა. ალბათ ძალიან რთულია ბინაში გამოკეტვა. როდესაც მზეს და თბილ ამინდს ხედავ გარეთ გასვლა გინდება, ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა, გვაქვს დიდი ეზო, სადაც დღის ნახევარს ვატარებთ, ასევე  მეზობლებთანაც ვკონტაქტობთ შორიდან. რომ გითხრათ ძალიან გვიჭირს და მოვიწყინეთთქო, ასე არ არის. არსებობს გამოსავალი და ეს თავად უნდა აღმოაჩინო.

რას გვეტყვი შენს ახალ ნამუშევრებზე, რომელზეც მუშაობდი?

ამ ეტაპზე შევაჩერე ჩაწერა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბოლოს სტუდიაში მაშინ ვიყავი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დავასრულებ. ძალიან მინდოდა ამ ზაფხულზე ერთი ჩემი ძველი სიმღერის ჩაწერა დამესრულებინა, რომლის ახალი ვერსია გააკეთა ბორიკო შხიანმა, ეს არის ირაკლი ბიბიას სიმღერა „გაზაფხულია“.

თვითიზოლაციის დროს რა სიახლეები აღმოაჩინე შენს თავში?

ქსოვა მიყვარს ძალიან, რომელიც ბებიამ მასწავლა და ჩემი ერთ-ერთი ჰობია,  ამ პერიოდში არაფერი მომიქსოვია, თუმცა ძალიან ბევრი ქუდი და კაშნი მაქვს ჩემი ხელით მოქსოვილი. ამ კარანტინის პერიოდში სამზარეულოში გავაქტიურდი, თუმცა ვართ ძალიან განებივრებულნი, რადგან მყავს ისეთი ბებია, რომელიც არ გვაკარებს სამზარეულოს.

რომელ სიმღერას უსმენ ხშირად და რის მოსმენას ურჩევდი ჩვენს მსმენელს?

ხშირად ვუსმენ ვარჯიშის დროს მუსიკას, ამ ბოლო პერიოდში კი ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალ ნამუშევარს ,,the other side”-ს, ასევე Doja Cat-ის – Say So-ს , რომელიც ძალიან გაჰიტდა და ალბათ ყველამ იცის.

კითხულობ თუ არა წიგნებს თვითიზოლაციაში?

წიგნს სულ ვკითხულობ, ამ პერიოდში კი დავიწყე მარიო ვარგას ლიოსას  „ცუდი გოგოს ოინების“ კითხვა.

საყვარელი ფილმი, რომელსაც გვირჩევ?

ფილმი ძალიან ბევრი შეიძლება გირჩიოთ, თუმცა ერთ-ერთს გავიხსენებ, რომელიც ძალიან მიყვარს და უმრავლესობას ნანახი აქვს, ეს არის ძველი ფილმი „თქვენთვის წერილია“, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ ვუყურებ ხოლმე. ასევე გირჩევთ ნახოთ „ქაღალდის სახლი“ , რომელიც ესპანური სერიალია.

თუ ურჩევდი მშობლებს რაიმე გასართობს შვილებისთვის?

გირჩევდით პროგრამა Tik-tok-ს , რომლითაც მოვიწამლე (იცინის) და ყოველდღე ვსწავლობ ახალ მოძრაობებს. მეგონა, რომ ჰიპ-ჰოპი და მსგავსი ცეკვები არ გამომდიოდა, თუმცა ვხვდები, რომ შემიძლია. არის ძალიან გასართობი და ბავშვებშიც ძალიან პოპულარული პროგრამაა. არ შემიძლია არ ვახსენო ვარჯიში, რომელსაც ყოველთვის ეკავა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ახლა უფრო დიდი დოზითაა, მინდა ყველას გირჩიოთ, რომ ყოველდღე ივარჯიშოთ დღეში 30 წთ მაინც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here