როიტერსი „სუხიშვილების“ ონლაინ გაკვეთილებზე წერს

0
743

გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს სტატიას „სუხიშვილების“ საშინაო საცეკვაო გაკვეთილების შესახებ და ამ ამბავს სიუჟეტსაც უძღვნის.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, „საქართველოს ნაციონალური ბალეტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკ საცეკვაო ანსამბლი, ბავშვებს ონლაინ ამეცადინებს მას შემდეგ, რაც ანსამბლის პოპულარული საბავშვო სტუდიები კორონავირუსის გამო დაიხურა.

დაახლოებით 5000 მცირეწლოვანი და თინეიჯერი, ვინც ცეკვის გაკვეთილებს, სულ მცირე, კვირაში სამჯერ ესწრებოდა, რეგულარული რეპეტიციების გარეშე დარჩა. ნაციონალური ცეკვა საქართელოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევა და მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია.

„ჩენ გადავედით ონლაინ გაკვეთილებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოს გარშემო, ვისაც მოსწონს ქართული ცეკვა და უნდა მისი შესწავლა“, აღნიშნავს ნინო სუხიშვილი „როიტერსთან“ საუბრისას.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here