საქართველოს კულტურის პალატა დონალდ ტრამპს საჩუქრად ჩოხას გადასცემს

საქართველოს კულტურის პალატა დონალდ ტრამპს საჩუქრად ჩოხას გადასცემს

დავით ოქიტაშვილმა, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით, ქართული ჩოხა გაუგზავნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა:

“2017 წლის, 20 იანვარს, გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. საქართველოს კულტურის პალატამ ამ დღესთან დაკავშირებით, “სამოსის სახლთან” ერთად შექმნა ჩოხა, რომელსაც ინაუგურაციის შემდგომ, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცემს, ნიშნად პატივისცემისა და მეგობრობის საწინდარისა. საერთაშორისო ორგანიზაცია “დემოკრატიული მართვის განვითარების” პრეზიდენტი – ბატონი ბადრი ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – ქალბატონი ნატალია ზაქარეიშვლი, ოფიციალურად მიწვეულნი არიან ინაუგურაციის ცერემონიალზე. საქართველოს კულტურის პალატა განსაკუთრებულ მადლობას უხდის “სამოსის სახლის” დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს.”

TOP სიახლეები

თეონა კონტრიძე: „ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატე და სხვა არაფერი?!..“

თეონა კოტრიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოსო პავლიაშვილის სიმღერა „თენდება“ და დაწერა, რომ ის თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნია. როგორც თეონა აღნიშნავს, კიდევ კარგი, რომ ირაკლი ჩარკვიანი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ ახლა ქართველებისგან უკვე დავიწყებული იქნებოდა… გთავაზობთ თეონას სტატუსს ამ თემაზე: „გინდა, მოღალატედ შემრაცხეთ, გინდა, პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვამბობ, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი […]

მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც გამოთქვამს გაკვირვებას იმის შესახებ, რატომ გამოიწვია მისმა საცურაო კოსტიუმში დადებულმა ფოტოებმა აჟიოტაჟი და კრიტიკა ქალბატონების მხრიდან. მაია ასათიანის მიმართვას გთავაზობთ: „იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ჩემთვის სინათლის სხივი. ჩემს თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე არ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე.  მაპატიეთ, […]

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა. პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა გოგიჩაიშვილი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე ალაპარაკდა (+ ფოტო)

„ეს იყო დახურული ტიპის საქველმოქმედო საღამო, ამ ტიპის აქციაში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ტრამპი საკუთარი ბოინგით ჩამოფრინდა, მას ვახლდით როგორც მსოფლიოს მისები და გარკვეული თანხა გადარიცხა ქველმოქმედებისთვის. 86 გოგონადან 5 აგვარჩია ამ ივენთისთვის. საკმაოდ უშუალო და კარგი ადამიანია“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

„ტრამპური ტრამპლინი მოხდება მსოფლიო პოლიტიკაში და მეც მოვალ მმართველად საქართველოში“ – დეა ადამია

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას სოციალურ ქსელში, დეა ადამია ეხმაურება.

მელანია ტრამპი გამომცემლობა “The Daily Mail“ – ს სასამართლოში უჩივის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი გამომცემლობა “The Daily Mail“ - ს და ბლოგერ გრიფინ ტარპლის სასამართლოში უჩივის. საქმე იმაშია რომ, ცოტახნის წინ ზემოხსენებულმა გამომცემლობამ ტრამპის წარსულის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, თითქოს ქალბატონი წარსულში ეგრეთწოდებული ესკორტის ფუნქციას ასრულებდა და თავს სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდა.

სტივენ ტაილერი დონალდ ტრამპს აფრთხილებს

სტივენ ტაილერი დონალდ ტრამპზე გაბრაზებულია - საქმე იმაშია, რომ მთელი საპრეზიდენტო კამპნაიის განმავლობაში მილიარდერი და შეერთებული შტატების პრზიდენტობის კანდიდატი ძალიან ხშირად იყენებს Aerosmith-ის სიმღერას, "Dream On"-ს.

რეკლამა