საქართველოს კულტურის პალატა დონალდ ტრამპს საჩუქრად ჩოხას გადასცემს

0
1995

დავით ოქიტაშვილმა, დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით, ქართული ჩოხა გაუგზავნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა:

“2017 წლის, 20 იანვარს, გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. საქართველოს კულტურის პალატამ ამ დღესთან დაკავშირებით, “სამოსის სახლთან” ერთად შექმნა ჩოხა, რომელსაც ინაუგურაციის შემდგომ, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცემს, ნიშნად პატივისცემისა და მეგობრობის საწინდარისა. საერთაშორისო ორგანიზაცია “დემოკრატიული მართვის განვითარების” პრეზიდენტი – ბატონი ბადრი ცერცვაძე და ამავე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – ქალბატონი ნატალია ზაქარეიშვლი, ოფიციალურად მიწვეულნი არიან ინაუგურაციის ცერემონიალზე. საქართველოს კულტურის პალატა განსაკუთრებულ მადლობას უხდის “სამოსის სახლის” დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here