სად შეხვდნენ ერთმანეთს ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკოლ კიდმანი

0
43

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ის მეგობრებსა და ცნობილ მსახიობ ნიკოლ კიდმანთან ერთად არის გადაღებული.

ნიკოლ კიდმანი იმყოფებოდა თეატრალური მსახიობების დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა. ის ამ ჯილდოს მფლობელი გახდა და საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულიც მოიპოვა.

როგორც ფოტოდან ჩანს, ნიკოლ კიდმანს ქართველი ტელეწამყვანი სწორედ ამ დაჯილდოვებაზე შეხვდა.

ფოტომ ნანუკას ფეისბუქზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას მეგობრები სწერენ, რომ ნიკოლ კიდმანი უნდა იყოს ბედნიერი, რომ ნანუკასთან ერთად ფოტო გადაიღო: “მე არ ვიცი, ეგ ვინაა, მაგრამ გაუმართლა, რომ ნანუკასთან აქვს ფოტო“, “ის მარჯვენა ქერა არ ვიცი, ვინაა, მაგრამ მაგრად გაუმართლა, ნანუკასთან რომ აქვს სურათი“, “ეს სელფი მანაც უნდა დადოს და უფრო ბედნიერი უნდა იყოს, რომ თვით ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაიღო სელფი“, “იცის მაგან, რა რეიტინგის ქალთან გადაიღო ფოტო?“, “რა მაგარია, შე მაგარო“ – სწერენ ნანუკას.

nanuka da nikol kidmani

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here