მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა GQ-მ 2016 წლის ყველაზე თანამედროვე და მოდური უცხოელი მამაკაცების 50-ეული გამოავლიანა. ტოპ მამაკაცები გამორჩეული სტილით, დახვეწილობით და თავიანთ სფეროში წარმატებულობით გამოარჩიეს. მათ მსოფლიოს მისაბაძი მამაკაცები უწოდეს.
საუკეთესოების სხვადასხვა ათეულები ხშირად გვინახავს, მაგრამ ამ გამოცემის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ტოპ 10-ში უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ მე-6 ადგილზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ამჟამად პოლიტიკოსი – კახი კალაძე მოხვდა.
“კაცი საინტერესო ცხოვრებით წარსულში ფეხბურთელი და ახლა ენერგეტიკის მინისტრი. იტალიური სტილის ერთგული. ერთნაირად მომხიბვლელია, როგორც კლასიკურ კოსტიუმში, ასევე ზოლიან და პასტელურ ფერებშიც.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ისეთი ცნობილი მამაკაცები ჩამოიტოვა, როგორებიც არიან: ლეონარდო დიკაპრიო, ჯასტინ თიმბერლეიკი, რაიან რეინოლდსი და ჯორჯ კლუნიც კი. ტოპ სამეული კი ასე გადანაწილდა – მე-3 ადგილზე მსახიობი ედი რედმეინი გავიდა – მისი სტილის დახვეწილი ფერები არავის გამოპარვია. მე-2 ადგილზე ცნობილი რეპერი ქანიე უესთი მოხვდა. “ერთ-ერთი იშვიათი ადამიანი, რომელიც მოდას არა მარტო იყენებს არამედ ქმნის კიდეც“. ხოლო პირველი ადგილის ტიტული – ბენედიქტ კამბერბეტჩმა დაიმსახურა. “არაპროგნოზირებადი ინტელექტუალი, რომელსაც ღრმა შინაგანი სიმშვიდე აქვს.“ – ასე ახასიათებს გამოცემა მსახიობს.