სად და როგორ დაისვენეს ქართველმა ცნობილმა სახეებმა

სად და როგორ დაისვენეს ქართველმა ცნობილმა სახეებმა

ზაფხულის დღეებიც მიიწურა და ყველას აინტერესებს, ვინ სად და როგორ გაატარა ეს პერიოდი. ცნობილი სახეები, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში არიან.

 

მოგეხსენებათ, რომ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია და მოდელი თაკო ჩხეიძე ახლო მეგობრები არიან. ისინი მეუღლეებთან ერთად ბოდრუმში ისვენებდნენ. მანამდე თაკომ მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად თურქეთის კიდევ ერთ კურორტზე გაატარა შვებულების დღეები. რაც შეეხება თიკა ფაცაციას, მან აშშ-ში გადაინაცვლა, საიდანაც უამრავი ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო.

 

საკმაოდ აქტიური ზაფხული ჰქონდა ტელეწამყვანსა და მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც – ის ბათუმში თავის შვილთან, ევასთან ერთად ისვენებდა, მის ფოტოებზე ხშირად ჩანდა მსახიობის უახლოესი მეგობარი, პროდიუსერი კახა მამულაშვილი.  მან მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან ერთად ზაფხულის მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარაში გაატარა, სადაც მომღერალს უამრავი კონცერტი ჰქონდა სხვადასხვა კლუბში.

 

რაც შეეხება მომღერალსა და უკვე ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილს, ის მცხეთაში თავის აგარაკზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო ახლა ბათუმში ისვენებს, თან, კონცერტებსაც მართავს. ახლახან მასა და ანრი ჯოხაძეს ერთ-ერთ კლუბში ერთობლივი კონცერტი ჰქონდათ, რომელსაც უამრავი მათი თაყვანისმცემელი დაესწრო.

 

ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილებთან, მარიამსა და საბასთან ერთად საბერძნეთში დაისვენა. როგორც ჩანს, ტელესახეს ძალიან მოსწონს ამ ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან 25 ივნისს დაბადების დღე მეგობრებთან ერთად, ასევე საბერძნეთში აღნიშნა, მოგვიანებით კი იქ შვილებთან ერთად დაბრუნდა.

 

ანუკი არეშიძემ ზაფხული შვილებსა და მშობლებთან ერთად გაატარა – ჯერ მილანს ესტუმრნენ, შემდეგ ვენეციას, ახლა კი ანანურში გადაინაცვლა. ფოტოები

სიახლეები/

|

August 29, 2017 / 4:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა