12.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

გია ჯაჯანიძე რთულ პერიოდზე: „არც ერთი ადამიანი არ დამვიწყებია, ვინც ლუკმა გამინაწილა…“

გია ჯაჯანიძემ მარიამობის დღესასწაული საკუთარი „ფეისბუქის“ მეგობრებს საინტერესო პოსტით მიულოცა. ტელესახემ გაიხსენა, როგორი იყო მისი ცხოვრება მაშინ, როცა ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და დასძინა, რომ არც ერთი ადამიანი არ დაუვიწყებია, ვინც გაჭირვების ჟამს ხელი გაუმართა.

ტელეწამყვანი წერს:

„1980 წელს ჩამოვედი ჭიათურიდან, თბილისში. ნათესავთან ვცხოვრობდი, მერე ქირით გადავედი, ქირის გადახდა ვერ შევძელი და ერთმა საოცარმა ადამიანმა შემიკედლა. ვსწავლობდი, თან კინოსტუდიაში ვმუშაობდი. კინოსტუდიამ საერთოსაცხოვრებელი მომცა და იქ დავიდე ბინა.

მერე ბევრი თავგადასავალი გადამხდა.

არც ერთი ადამიანი არ დამვიწყებია, ვინც ლუკმა გამინაწილა. არც ერთი ადამიანი არ დამვიწყებია ვინც ხელი გამიმართა და მიმიღო.

მაშინ, ძალიან ბედნიერი ვიყავი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრებას რომ ვსწავლობდი.

დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ წარსულს რომ ვიხსენებ. მძაფრი სიხარულით მიხარია, განგებამ ამდენ კეთილ ადამიანს რომ შემახვედრა.

მადლიერი ვარ ღმერთის და ადამიანების.

ძალიან ბედნიერი ვარ გამჩენმა რომ დამაჯილდოვა სიყვარულის ნიჭით, შემწევს უნარი გამიხარდეს სხვისი წარმატება.

ღმერთმა სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოთ. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლობას.

ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახს“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები