„საბა“-ს ლიტერატურული კონკურსი წელს გერმანიაში გაიმართება

„საბა“-ს ლიტერატურული კონკურსი წელს გერმანიაში გაიმართება

„თიბისი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge.

2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება – წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში “Kaisersaal”  გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.

სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან  2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.

კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ქართული თარგმანი

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ 2 ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემული პიესები და ლიტერატურული კრიტიკა)  განიხილება  2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.

ნომინაციაში „ელექტრონული წიგნი“  წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.

სიახლეები/

|

February 6, 2018 / 1:03 pm

TOP სიახლეები

„მხოლოდ ქართულს“ 18%-იანი რეიტინგი აქვს – „სუპერკლასი ვიხილე!..“

„მხოლოდ ქართული“ უკვე მესამე ორშაბათია, ეთერშია. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მისი 18%-იანი რეიეტინგი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართული სიმღერების პროექტი დროულად გაკეთდა. ნიკა გვარამიამ ასევე შეაფასა საკუთარ არხზე დაწყებული შოუ და აღნიშნა: „ნერვიულობისგან და გადაღლისგან ჩამეძინა, რაც უიშვიათესად ხდება. სამაგიეროდ, გავიღვიძე, გადავახვიე და სუპერკლასი ვიხილე! ვამაყობ ყოველი თქვენგანით, ვინც შოუზე იმუშავეთ და ნამდვილად საუკეთესო ათეული […]

კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა. დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან […]

ია ფარულავა ფადი ასლისთან ურთიერთობას საკუთარ შოუში გაარკვევს

ია ფარულავა „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას იწყებს, სადაც პოპულარულ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ კითხვებს დაუსვამს და თუკი მათგან გულწრფელ საუბარს მოისმენს, თანხასაც გადაუხდის. გადაცემის სახელია „ფარული კონცერტი“ და მას ვანო ჯავახიშვილის გუნდი ამზადებს. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია ფარულავა აღნიშნავს, რომ აქამდე „რუსთავი 2“-ზე ორჯერ იყო მცდელობა, რომ მას გადაცემა წაეყვანა მაგრამ ვერც ერთი პროექტი ვერ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა