საბა კემულარია პოლიტიკას უმიზნებს – „საკუთარი თავი საკანონმდებლო ორგანოში წარმომიდგენია!..

საბა კემულარია პოლიტიკას უმიზნებს – „საკუთარი თავი საკანონმდებლო ორგანოში წარმომიდგენია!..

„მხოლოდ ქართულის“ ორი ლაივშოუს გამარჯვებული საბა კემულარია გახდა. მან ტელეპროექტის მაყურებლის მხრიდან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა. საბამ თავისი შარმის წყალობით უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ჩვენთან ინტერვიუში მომღერალმა თქვა, რომ თაყვანისმცემელთა მხრიდან ასეთ აქტიურობას ელოდა. 27 წლის საბა კემულარია საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანია. როგორც გვითხრა, ბოლო ლაივზე გამოჩნდა, რომ კონკურენცია საკმაოდ გააქტიურებულია…

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეულ მონაწილეს სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, სადაც ბევრ თემაზე გულწრფელად გვესაუბრა.

ორი ტურის ლიდერი ხარ. ეს შენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე მოქმედებს? ელოდი?

საბა კემულარია:  

შეიძლება ითქვას, რომ ველოდი, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ გულშემატკივართა დიდი რაოდენობა მყავდა, ვინც წარმატებები ვისურვა. როცა ლიდერი გავხდი, ძალიან გამიხარდა, რომ ბევრმა ადამიანმა დამითმო თავისი ცხოვრების ძვირფასი წუთები, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირა. ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის!..

საკმაოდ თავდაჯერებული ყოფილხარ…

უფრო რეალისტი (იღიმის).

„მხოლოდ ქართულამდე“ როგორ მიხვედი?

ჩემი მონაწილეობა სრულიად უცბად გადაწყდა. მეგობარმა მითხრა თბილისის კასტინგის წინა დღეს. ამ ყველაფერს თავისთავად ახლდა ღელვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ვმღერი – ვარ ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი, ასევე ჯგუფ „ალილოში“, მიმღერია კაპელაში და სხვადასხვა ჯგუფში, ვგალობ ქაშვეთის ტაძარში… სოლომომღერლად აქამდე ბედი დიდ სცენაზე არ მიცდია.

გიჭირს?

მარტო სცენაზე დგომა უჩვეულოდ მომეჩვენა და მიჩვევა მომიხდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, მისი მუსიკალური ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძიდან დაწყებული, ჯგუფ „ნიუტონით“ დამთავრებული, ჩემთვის ყველა ნაცნობი იყო, ამიტომაც მათი დახმარებით, შეგუება გამიადვილდა.

კონკურენცია როგორია?

თავიდანვე სხვა კონკურსანტებს დავუმეგობრდი, დღესაც ვმეგობრობთ, მაგრამ ამ ლაივშოუზე კონკურენცია ცოტათი იგრძნობოდა, რადგან ერთმა მონაწილემ უკვე დატოვა პროექტი. ეს გამიჭირდა თავიდან, რადგან კონკურსში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე უჩვეულოა.

ჟიურის წევრების შენეული დახასიათება როგორია?

ძალიან კარგები არიან!.. რა შემიძლია ვთქვა? მათგან ობიექტურობას ველოდები ხოლმე. თავიდან მეშინოდა და რისკიც იყო ამ პროექტში მონაწილეობა, ჩემი ნიშა, ასე თუ ისე, ნაპოვნი მქონდა… თუკი იქნებოდა შეფასება, რომელიც მცირედად მაინც შეურაცხყოფდა ამ ყველაფერს, ჩემთვის მძიმე აღმოჩნდებოდა, თუმცა ნორმალურად ჩაიარა კასტინგმაც და ახლაც ყველაფერი კარგად მიდის…

ვერსიებზე რას ფიქრობ? ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგიც აკრიტიკებს…

ზვიად ბოლქვაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსი, რომელიც ქმნის თანამედროვე ქართულ მუსიკას. მას დიდი პატივს ვცემ, ზოგიერთი მისი არანჟირება შესაძლოა, მასისთვის რთულად აღსაქმელი იყოს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. არ მომწონს დამოკიდებულება, რომ როცა ადამიანი რაღაცას ვერ აღიქვამს, მას ცუდს არქმევს…

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

May 2, 2018 / 2:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა