თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი დასრულდა

0
1931

21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალმა წელს მსოფილიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად პირველად აღნიშნა ჯაზის საერთაშორისო დღე. სწორედ 30 აპრილს იზეიმეს ქართველმა ჯაზ მოყვარულებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, შესანიშნავ მაილს ელექტრიკ ბენდთან და ლეგენდარულ რავი კოლტრეინთან ერთად. გეტყვით, რომ ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოსი ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. სანამ სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი გამოვიდოდა, მანამდე მსმენელის წინაშე კონსერვატორიის ბენდი წარსდგა. რაც შეეხება მაილს ელექთრიქ ბენდს, ბენდი 9 ვარსკვლავისგანაა დაკომპლექტებული, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია. ისინი სწორედ მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას ასრულებენ, ამიტომაც ბენდის სახელწოდება შესაბამისია. ბენდის შემადგენლობაში შედიან როგორც ახალგაზარდა ამომავალი ვარსკვლავები, ასევე, გრემის ჯილდოს არაერთგზის მფლობელი მუსიკოსები. მათ შორის ბენდის ერთ-ერთი წევრი მაილს დევისის დისშვილი, ვინსენტ ვილბორნია, რომელიც ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. რაც შეეხება სპეციალურ სტუმარს, ლეგენდარულ რავი კოლტრეინს, გეტყვით, რომ მან მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ის ასევე, ლეგენდარული ჯონ კოლტრეინის შვილია, რომელსაც მამამ სახელი საკუთარი კუმირის, ინდოელი მუსიკოსის რავი შანკარის საპატივსაცემოდ დაარქვა. კარიერის დასაწყისში, ახალგაზრდა საქსაფონისტმა დედასთან, ელის კოლტრეინთან ერთად, სხვადასხვა მუსიკალური პროექტი განახორციელა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში კი მას 6 ალბომი აქვს გამოცემული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here