რუსული „ვოგის“ ვიდეოს დემნა გვასალიას ახალ კოლექციაზე რუსების უკმაყოფილება მოჰყვა

რუსული „ვოგის“ ვიდეოს დემნა გვასალიას ახალ კოლექციაზე რუსების უკმაყოფილება მოჰყვა

დემნა გვასალიამ თავისი ახალი კოლექციით, რომელიც საკუთარი ბრენდისთვის „ვეტმანი“ შექმნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში. როგორც იცით, კოლექცია გვასალიამ ქართველების გენოციდს მიუძღვნა. შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელსაც კოლექციაზე დატანილი შტრიხკოდის საშუალებით გადაჰყავხართ გვერდზე, სადაც მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ქართველთა გენოციდის შესახებ…

რუსულმა „ვოგმა“ „ვეტმანის“ ახალი კოლექციის ვიდეო შემდეგი სათაურით ოფიციალურ „ფეისბუქ-“გვერდზე გამოაქვეყნა: „დრამა! დრამა! დემნა გვასალიამ კოლექცია ქართველი ერის გენოციდს მიუძღვნა“.

რუსი „ფეისბუქ“-მომხმარებლის მხრიდან ამ მიძღვნამ დიდი აგრესია გამოიწვია.

„როდის იყო ქართველი ხალხის გენოციდი?“

„ვისი გენოციდი, ვის მიერ და როდის? იგივეა უკრაინასთან დაკავშირებითაც. არავინ ისტორია არ იცის“

„ყველაფრისგან პოლიტიკას აკეთებენ, რა გენოციდი?“

ქართველი კომენტარის ავტორები კი კმაყოფილნი არიან, რომ რუსების მხრიდან ამ თემას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და წერენ: „ეს რუსები რა დასკდნენ ბოღმით. ბრავო, გვასალია!..“

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია და რას გულისხმობს ქართველი ხალხის გენოციდში, ალბათ, ეს რთული გამოსაცნობი არ არის, მათ შორის, არც რუსი ხალხისთვის…

(ფოტოები/ვიდეო)

 

სიახლეები/

|

July 3, 2018 / 3:20 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სელინ დიონი დემნა გვასალიას მაღაზიაში შოპინგობს (ფოტოები)

მსოფლიო ვარსკვლავი სელინ დიონი ბოლო დროს თავისი ჩაცმულობით მედიასა და თაყვანისმცემლებს აკვირვებს. ის დროდადრო ამა თუ იმ საინტერესო და უცნაური იმიჯით ჩნდება ხოლმე საზოგადოების წინაშე. ბოლო დროს ჩაცმულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ბევრჯერ ახალგაზრდულად შემოსილიც გამოჩენილა სხვადასხვა ადგილას. ამჯერად ის „ბალენსიაგას“ მაღაზიაში დააფიქსირეს. ბრენდის კრეატიული დირექტორი და იმ ნამუშევრების ავტორი, რომლითაც მთელი მსოფლიო დადის, ქართველი […]

დემნა გვასალია საქართველოში ჟურნალისტად მუშაობდა (ფოტო)

ashionHolics Online აქვეყნებს ცნობილი დიზაინერის, დემნა გვასალიასა ჟურნალისტობის დროინდელ ბარათს, სადაც ის კორესპონდენტადაა მითითებული. ბარათი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ არის გაცემული. როგორც გვერდი წერს, დემნამ „ისწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზე, იმუშავა კორესპონდენტად, გამოვიდა დიზაინერი“. შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ბოლო წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე კრეატიულმა დიზაინერმა, „ბალენსიაგასა“ და საკუთარი ბრენდის „ვეტმანისთვის“ შექმნილი გამორჩეული კოლექციებით, სადაც […]

დევინ ბუკერი დემნა გვასალიას „ტანსაცმელი“ ჰუდით (ფოტო)

„ფინიქს სანსის“ მოთამაშემ, კალათბურთელმა დევინ ბუკერმა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ცნობილმა სახემ, დემნა გვასალიას ცნობილი კოლექციიდან ქართული წარწერით „ტანსაცმელი“ ჰუდი მოირგო. ის „ვეტმანის“ 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის. შეგახსენებთ, რომ ეს ზედა არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ვარსკვლავები ამ ჰუდით განსაკუთრებით მოიხიბლნენ და ქართულ ანბანს უნებურად პოპულარიზაციას უწევენ.

ანუკი არეშიძემ დემნა გვასალიას შექმნილი პიჯაკი მოირგო (ფოტოები)

კახი კალაძესა და ანუკი არეშიძეს განსაკუთრებულად მოსწონთ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოლექციები, იქნება ეს „ბალენსიაგა“ თუ „ვეტმანი“. მცირე ხნის წინ კახი კალაძე ვნახეთ „ვეტმანის“ ზედაში გამოწყობილი. ანუკის კი არაერთხელ მოურგია „ბალენსიაგას“ ესა თუ ის ფეხსაცმელი. ახლახან ანუკი არეშიძე „ვეტმანის“ კუბოკრული პიჯაკით გამოჩნდა. მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც პიჯაკი ზურგით აქვს გადაღებული და მას ცნობილი წარწერა […]

„ვეტმანის“ ყოფილი მოდელი ძმებ გვასალიებს ბრალდებებს უყენებს

როგორც Demna Gvasalia Daily წერს, ძმებ გვასალიებს, დემნასა და გურამს მათი ბრენდის, „ვეტმანის“ ყოფილი მოდელი ბრალდებებს უყენებს და აღნიშნავს, რომ ბევრად ნაკლები ფული გადაუხადეს, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა. როგორც გვასალიას ქართული გვერდი წერს, „ვეტმანის“ ყოფილი მოდელის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დემნამ და გურამმა 19 წლის გოგონას გამოუცდელობით ისარგებლეს და 50,000 დოლარის სამუშაოში ათას დოლარზე ნაკლები გადაუხადეს. მოდელმა […]

რეკლამა