როგორ გულშემატკივრობენ „ვიქტორიას სიკრეტის“ კასტინგზე თაკო ნაცვლიშვილს ქართველები

0
1426

თაკო ნაცვლიშვილი „ვიქტორიას სიკრეტის“ 2018 წლის შოუს შესარჩევ ტურში მონაწილეობს. გუშინ ის პირველ კასტინგზე გავიდა. თაკოს მანამდეც უცდია ბედი და ყოველთვის გადიოდა მეორე ტურში, მაგრამ შოუსთვის არ შეურჩევიათ.

წელს ქართველი მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ძალიან კარგ ფორმაშია. მისი ფოტოებიც მთელი ქართული სოციალური ქსელია აჭრელებული. კასტინგზე გამოცხადებული ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა და მათი დიდი ინტერესიც დაიმსახურა.

თაკოს, წინა წლის მსგავსად, ძალიან აქტიურად გულშემატკივრობენ ქართველები.

ერთ-ერთ ქართულ გვერდზე, სადაც მოდას განიხილავენ (Fashionholics) მისი ფოტოს ქვეშ უამრავ ასეთ კომენტარს ამოიკითხავთ:

„ცეცხლი და დოზანა მაგათ. ამაზე მეტი რა უნდათ.  გოგო ისეთია, ვერაფერს დაუწუნებ“

„ისემც უქნიათ, ერთი ნიფხავიც ვერ გაუყიდიათ, ეს თუ კიდე არ აიყვანეს“

„რაღაცნაირად მგონია რომ წელს უეჭველი აიყვანენ. დარწმუნებული ვარ. გული მიგრძნობს რაღაცა“

„შარშანდელ სურათებში არ იცინოდა, ანუ ახლა უფრო ლაღად არის“

„დაეტყო ქალობა და უხდება. შარშან ძაან ბამბუკივით იყო. გაშეშებული სახე, მკაცრი მზერა. ახლა ბევრად კარგია. უფრო ხალასი და სიცოცხლით სავსე. სექსუალური“

„იმედია კარასნაირი დრო დაუდგება თაკოს და აქეთ სახვეწარი ექნებათ მაგ წამპლებს“

„დაამტკიცონ. რას დაგვტანჯეს ერი და ბერი“

„აი, ისეთია უყურებ და არ გბეზრდება“

„წელს აიყვანენ უეჭველი…უკვე ბომბაა. წელს აშკარად აქვს ის რაც შარშან აკლდა“

„აუუუუუჰ ფეხებიიი“

„ჩემი ბარბი გამახსენდა… იდეალურია…“

„უნაკლო!..“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here