ქართველი ცნობილი ქალბატონები თავს გამორჩეულად უვლიან, გენეტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორმა წლების მატებასთან ერთად შეინარჩუნო. ყველას თავის მოვლის საკუთარი საიდუმლო აქვს, ზოგს კვების განსაკუთრებული რაციონი, კარგი ძილი, ვარჯიში, ზოგიც ამ ყველაფერთან ერთად ხშირად სტუმრობს კოსმეტოლოგებს და სხვადასხვა პროცედურას მიმართავს. მთავარია, რომ წლების მატება მათ ვერაფერს აკლებს და ასაკშიც ძალიან კარგად გამოიყურებიან.
სიას, რასაკვირველია გავხსნით ქართული ესტრადის ლეგენდით – ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს 83 წელი შეუსრულდა, მაგრამ იდეალურად გამოიყურება. ახლახან მან „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გამოიწვია აღფრთოვანება მაყურებელს შორის.
მაკა ასათიანი ალბათ ის ქალია, რომლის სილამაზე ყველასთვის ცხადია. ის არაერთხელ მოქცეულა ყველაზე ლამაზი ქართველი ქალების სიაში, პირველ პოზიციაზე და მას ამ ტიტულს, ალბათ, დიდი ხანი, ვერავინ წაართმევს.
მსახიობი ია ფარულავა საკუთარი თავის მოსავლელად უამრავ ხერხს მიმართავს და აშკარაა, რომ შედეგიც აქვს. ის შესანიშნავად გამოიყურება და შარმს არ კარგავს.
მომღერალი ლელა წურწუმია დიდი ხანია, სცენაზე დგას და მუდამ გამოირჩეოდა საკუთარი თავის მოვლის სურვილით, ასევე საინტერესო იმიჯებით, რომლებითაც საზოგადოების წინაშე ჩნდებოდა. ლელა ძალიან გამხდარია და მიუხედავად წლების მატებისა, საუკეთესოდ გამოიყურება.
ტელეჟურნალისტი სოფო ნარჩემაშვილი ეკრანებს გარკვეული პერიოდის წინ დაემშვიდობა, თუმცა მაყურებლის მოწონებას სულ იმსახურებდა იმით, რომ ყოველთვის ინარჩუნებდა ფორმას და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.