რისთვის იქებს თავს სტეფანე – „მასთან აღარ ვთანამშრომლობ, მაგრამ ეს წარმატება ძალიან მსიამოვნებს…“

რისთვის იქებს თავს სტეფანე – „მასთან აღარ ვთანამშრომლობ, მაგრამ ეს წარმატება ძალიან მსიამოვნებს…“

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ცნობილი აზერბაიჯანელი შემსრულებლის, აიგიუნ კაზიმოვას ახალ ვიდეორგოლს. სტეფანე წერს, რომ სიმღერა აიგიუნს მან დაუწერა და ამ დრომდე ის მისი პროდიუსერიც იყო. თუმცა დღეს მასთან აღარ მუშაობს, ძალიან ახარებს კლიპის წარმატება.

„აზერბაიჯანშიც ტრენდში პირველები ვართ, დადებისთანავე, 24 საათში 125 000 ნახვა და კრიტიკოსები წერენ, აიგუნის ძალიან მაგარი დაბრუნებაო… როგორც პროდიუსერი, ვარწმუნებდი, რომ ეს კლიპი გადაგვეღო, თვითონ ძალიან ეშინოდა, თუმცა გაისროლა და იმუშავა :)) მასთან აღარ ვთანამშრომლობ, მაგრამ ეს წარმატება ძალიან მსიამოვნებს. მით უმეტეს იქაური პრესაც წერს, რომ ჩემთან მუშაობა დაეტყო… პ.ს: სიმღერაც ჩემი დაწერილია, დანარჩენი ინფო კლიპს ადევს❤️ დედა, რა ვიქე თავი…“

 

სიახლეები/

|

August 30, 2017 / 12:45 pm

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სტეფანე: „გია სურამელაშვილმა ბევრს მუსიკალური ქამინგ აუტის შესაძლებლობა მისცა…“

გია სურამელაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავად ერთ-ერთ რესტორანში გამართულმა წვეულებამ დიდი აჟიოტაჟით ჩაიარა, მომღერალს თაყვანისმცემლები კიბეებთან დახვდნენ და უამრავი თაიგული მიუძღვნეს, რესტორანი კი გადავსებული იყო. მსმენელს შორის უამრავ ცნობილ სახეს ნახავდით. ახლაც, იმავე რესტორანში სურამელაშვილი 14 თებერვალს ეპატიჟება შემოქმედების თაყვანისმცემლებს. სოციალურ ქსელში ნახავთ, თუ როგორ ემზადება ესა თუ ის ცნობილი ადამიანი ამ კონცერტზე მოსახვედრად. […]

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

სტეფანეს კონცერტი დედა ენის ბაღში 13 იანვარს გაიმართება – დასწრება უფასოა

თბილისი მერია 13 იანვარს სტეფანე მღებრიშვილის სოლოკონცერტს წარმოგვიდგენს. ღონისძიება დედა ენის ბაღშია დაგეგმილი და მასზე დასწრება თავისუფალია. ამის შესახებ თავად სტეფანემ დაწერა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით თბილისში ბოლოჯერ წარდგება, შემდეგ ტურნეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გააგრძელებს, ასევე ექნება გასტროლები საზღვრებს გარეთაც. გაზაფხულზე კი ის ახალ სიმღერასა და კლიპს შემოგვთავაზებს. რაც შეეხება 13 იანვრის პროგრამას, რომელსაც […]

სტეფანემ „დამღალეს“ ახალი ვერსია გამოუშვა (ვიდეო)

სტეფანემ თავისი ძველი ჰიტის, „დამღალე“ ახალი ვერსია გამოუშვა. მომღერალმა კომპოზიცია გააზიარა და დაწერა: „იმედია, სიახლეებით ტვინი არ წაგიღეთ, მაგრამ ერთი სიმღერაც ჩავწერე კონცერტიდან “დამღალე” , რომელიც ახალი წლის ღამეს შესრულდება. (ვრცლად/ვიდეო)

სტეფანე: „ახალი წლის შეხვედრას სახლში ვაპირებ!..“

სტეფანესთვის 2017 წელი სუპერწარმატებული გამოდგა. რამდენიმე ახალი ჩანაწერი გამოუშვა, კლიპებიც გადაიღო და 10-მდე სოლოკონცერტიც გამართა. წინასაახალწლო პერიოდი ძალიან დატვირთული აქვს, და მაინც… აპირებს, ახალ წელს სახლში შეხვდეს, რადგან 2016 წლის მიწურული ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა და 2017 წელი მისთვის შესანიშნავი გამოდგა. სტეფანე: 2017 წელს გამოვცოცხლდი. წინა ორი წელი დეპრესიულად ვიყავი, არ ვმუშაობდი, ჩავიკეტე საკუთარი თავი. […]

რეკლამა