რატომ დადიოდა სრულიად შიშველი თამო ვაშალომიძე ლისის ტბის გზაზე?

0
7473

სულ ცოტა ხნის წინ, თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და პრემიერა დაანონსა. “მიუზიკ ბოქსი“ სექს-სიმბოლოს დაუკავშირდა და შეეცადა პრემიერის დეტალები გაერკვია.

– როგორც იცით, დაახლოებით თვენახევრის მანძილზე ვმუშაობდი პროექტზე “woman”, ეს არის პროექტის ოფიციალური თიზერი. პრემიერა ერთ-ერთ არხზე შედგება. ამ ვიდეოსთვის თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ, პირველი გადაღება გუდაურში იყო, ყველაზე მეტად ლიანდაგებში გადაღება გამიჭირდა, რადგან დილის 7 საათიდან მატარებლის ლიანდაგებში ვიდექი და ძალიან მციოდა. ასევე, რთული იყო გადაღება ლისის ტბის გზაზე, სადაც ღამის საათებში შიშველი ვპოზირებდი.

– თამო, ბოლო დროს ხშირად დებ თაიგულის ფოტოებს, ვინ გიგზავნით ამ საჩუქრებს?

– მეგობრები მიგზავნიან.

– თაიგულებს გიგზავნიან მეგობრები?

– კი.

– ჩვენ ვიცით, რომ საჩუქრებს არაქართველი თაყვანისმცემელი გიგზავნით…

– საიდან იცით? არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ამ ადამიანთან წლების მეგობრობა მაკავშირებს.

– თუმცა მას მოსწონხართ…

– შესაძლოა ასე იყოს. არაფერი არ ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში.

https://www.facebook.com/tamo.vashalomidze/videos/1233786276720187/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here