რა პასუხი გასცა დოჩი ალიშბაიამ ეკა ყუშიტაშვილს და როგორი მამაკაცები მოსწონს ნანუკა გულუას?

0
3186

ნანუკა გულუა ქართველმა მაყურებელმა, დოჩი ალიშბაიას სახელით გაიცნო. მისი პერსონაჟი მალევე გახდა პოპულარული და აღიარებაც იოლად მოიპოვა. ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. რაც თავი ახსოვს, სულ სამსახიობო ფაკულტეტეზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა ისეთ წლებში იწყებდა სტუნდენტობას, როცა ქვეყანას ომი ახალი გამოვლილი ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა. თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა, თუმცა პროფესიით ძალიან ცოტა ხანს იმუშავა. ახლა ერთ-ერთი კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერი გახლავთ. ამასთან ახლა უკვე მსახიობის ამპლუაშიც გვევლინება. ხუმრობით ამბობს, რომ დოჩი ქეთი დევდარიანის შვილია.

ერთმანეთი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს, სადაც პაროდიებით გამოირჩეოდა. ეს ყველაფერი სერიალის სცენარისტს არ გამოჰპარვია და მისგან როლზე შეთავაზებაც მიიღო. დოჩის პერსონაჟის შექმნის ისტორიაზე, ნანუკა გულუამ Music Box-ის ჟურნალისტთან ისაუბრა. როლში შესვლისთვის, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თმის გაშლა და მეგრული ტემპერამენტი სჭირდება.

გადაღების ადგილი: რესტორანი “დადიანი”

ჟურნალისტი: ხატია ბიბილურიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here