რატი დურგლიშვილმა ხუთი თვე აშშ-ში გაატარა – „სასწავლებლად ვაპირებ წასვლას…“

რატი დურგლიშვილმა ხუთი თვე აშშ-ში გაატარა – „სასწავლებლად ვაპირებ წასვლას…“

რატი დურგლიშვილმა ბოლო ხუთი თვე ლოს ანჯელესში გაატარა. მომღერალი ახლახან დაბრუნდა საქართველოში და „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მოენატრა თავისი ქვეყანა. დიდხანს ვერსად ძლებს, თუმცა აპირებს, აშშ-ში სასწავლებლად წავიდეს და იცის, რომ აუცილებლად შეიპყრობს ნოსტალგია.

რატი დურგლიშვილი:

აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელეში, ხუთი თვე გავატარე. ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, განსაკუთრებით მუსიკლაური კუთხით. ვეწვიე ხმის ჩამწერ სტუდიებს, მათ შორის „იუნივერსალსა“ და „კაპიტალ რეკორდს“, დავესწარი საინტერესო არტისტების ლაივპერფორმანებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაღალ დონეზეა განვითარებული შოუბიზნესი აშშ-ში.

მინდა, იქ სასწავლებლად წავიდე. აუდიოპროდიუსერის ფაკულტეტზე ვგეგმავ ჩაბარებას ლოს ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში. უკვე ვიყავი და პირობებიც გავიგე. არის წელიწადნახევრიანი და სამწლიანი კურსები. მაინტერესებდა, რა განსხვავება იყო მათ შორის და ამიხსნეს, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ვინ როგორ დაძლევს შეთავაზებულ პროგრამას. ჯერჯერობით ვფიქრობ წასვლაზე, არ გადამიწყვეტია. ზოგადად, აუდიოპროდიუსინგი, არანჟირება და ბალანსი საინტერესო საქმეა და ეს ინსტიტუტიც ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. (ვრცლად… ფოტოები)

 

სიახლეები/

|

August 1, 2018 / 3:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქართული ბრენდის ნამუშევრების პატენტები ჩინელებმა და რუსებმა გამოუშვეს

ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის ბრენდი „ბლიკვანგერი“ ბოლო წლებია, საინტერესოდ მუშაობს და მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ყველა სეზონზე ახალ კოლექციებს წარადგენს. ჯემპრები ერთ–ერთი მათი კოლექციიდან ჩინელებმა და რუსებმა მოიპარეს და გამოუშვეს. ამის დასადასტურებლად გოგონებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს. ვითარებაში გასარკვევად დიზაინერ ანი ცინცქილაძეს დავუკავშირდით. „ჩვენი ბრენდის ჩინური პატენტები აღმოვაჩინეთ აქ, თბილისში, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, ზუსტად ჩვენნაირიც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რატი დურგლიშვილმა შემოქმედებითი პაუზა აიღო

მომღერალ რატი დურგლიშვილის ცხოვრებაში ამ ეტაპზე მთავარი არა სიმღერა, არამედ ცეკვაა, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, თუმცა ოთხი ახალი სიმღერა აქვს და როცა პროექტი დასრულდება, აპირებს, მსმენელს სიახლეები შესთავაზოს. რატი: ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა, რადგან აშშ-ში ვიყავი ხუთი თვე. ფაქტობრივად, წელიწადია, არაფერი გამომიშვია, მაგრამ 4 სიმღერა მაქვს, ასე ვთქვათ, „გაყინული“. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, […]

რატი დურგლიშვილის მსგავსება ჯეიმი დორნანთან

რატი დურგლიშვილი ცნობილი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ფოტოებს აქვეყნებს, საკუთარ სურათებთან ერთად და “ფეისბუქის” მომხმარებლებს ეკითხება, მართლა ჰგავს თუ არა მას. როგორც ჩანს, მას ამ კომპლიმენტს ხშირად ეუბნებიან აშშ-ში, სადაც ივნისიდან მოყოლებული დასასვენებლად იმყოფება. ფოტოებზე, რომლებიც მან გამოაქვეყნა, რატიართლაც ჰგავს ჯეიმის. შეგახსენებთ, რომ დორნანი სუპერპოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტრილოგიაში – “გრეის 50 ელფერი” კრისტიან გრეის […]

რატი დურგლიშვილმა ოთხი ევროპული ქვეყნიდან ხელნაკეთ საახალწლო ნივთებზე შეკვეთები მიიღო

რატი დურგიშვილის ხელით ნაკეთმა ნაძვის ხის სათამაშოებმა საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რატო მხოლოდ ნატურალუ მასალებზე მუშაობს, მისი სათამაშოები შედარებით ძვირია, მაგრამ რამდენიმე ქვეყნიდან მსხვილი შეკვეთა მიიღო, რომელსაც ოჯახთან ერთად გაართვა თავი, ახლა კი მცირე ქარხნის აწყობაზეც ფიქრობს, რომ ხელნაკეთი სათამაშოები ოჯახურ ბიზნესად აქციოს. რატი, ჩვენ რომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მას მერე […]

რატი დურგლიშვილმა საკუთარი ხელით ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა – „ხელები გადატყავებული მაქვს…“ (ფოტოები)

რატი დურგლიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში თავისი ხელით გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოების ფოტოები გამოფინა. როგორც მომღერალმა დაწერა: „მოკლედ, მეგობრებო❤ წელს ასე ვაპირებ ჩემი ნაძვის ხის მორთვას ჩემივე ხელით და იდეით შექმნილი სათამაშოებით ნახეთ და შემიფასეთ 3 თვის შრომა ❤️❤️რომ ავაწყობ, განახებთ უფრო კარგად“. Fortuna.ge რატის დაუკავშირდა მისი ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. რატი დურგლიშვილი: სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, […]

რატი დურგლიშვილმა მეგობრები შეაშინა (ვიდეო)

რატი დურგლიშვილმა მეგობრებს სახალისო სიურპრიზი მოუწყო, რომელიც არც ერთ მათგანს არ ესიამოვნა. სათამაშო თაგვით მომღერალი ერთ-ერთ რესტორანში წავიდა, სადაც მისი მეგობრები, ქრისტინე იმედაძე, ვერიკო ტურაშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი და სხვები იმყოფებოდნენ. რატის ონავრობებმა ასეთი შედეგი გამოიღო…

რეკლამა