ნინო ბაშარულისა და ლაიმ კრისტის სტუმრობა გადაცემაში “რადიო დუეტი”

0
1613

სხვადასხვა იმიჯი, სასცენო ხელოვნება და სხვადასხვა ჟანრის სიმღერების მორგება არც თუ ისე მარტივია, თუმცა ასეთი პერფორმანსებით ნინო ბაშარული თავისი მსმენელის წინაშე ხშირად ჩნდება. მომღერალი, რომელსაც არაერთი ცნობილი სიმღერა აქვს შესრულებული, წელსაც მაყურებელს და მსმენელს ახალ პროექტს, თავის მეგობარ, ამერიკელ მუსიკოს ლაიმ კრისტთან ერთად შესთავაზებს. სწორედ ახალ პროექტთან დაკავშირებით მომღერალი და მუსიკოსი, რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ესტუმრნენ, სადაც ახალი სიმღერა დააპრემიერეს. სიმღერა „რაჭული ალილაო“ გელა კაციტაძის ტექსტზეა დაწერილი, რომელიც გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ჩაიწერა. რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტი, არც ჩვენს ტელეკამერებს გამორჩათ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here