ქრისტი შუშაძე და შოთა ლეგაშვილი სტუმრად გადაცემაში „რადიო დუეტი“

0
1911

გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ორი მონაწილე ქრისტი შუშაძე და შოთა ლეგაშვილი ესტუმრნენ. „არ დაიდარდოს“ სტუმრებმა პირდაპირ ეთერში დუეტი შემოგვთავაზეს. ქრისტი პროექტს მესამე ტურიდან გამოეთიშა, შოთა კი ბრძოლას აგრძელებს.

მოგვიყევით, როგორ მოხვდით ამ პროექტში?

ქრისტი: – მე საქართველოში სტუმრად ჩამოვედი. არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით წავედი კასთინგზე. მეგობარს საგულშემატკივროდ გავყევი, საბოლოოდ კი მეც გავედი კონკურსზე. არ მიფიქრია ბევრი, თუ რას ვიმღერებდი – „ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს“, ძალიან მომწონს ეს სიმღერა და ყველგან ვღიღინებდი, ამიტომ კასთინგზეც ეს შევასრულე.

ეს პირველი კონკურსია?

არა, დაახლოებით 10 წლის წინ „ჯეოსტარზე“ გავედი. ფინალამდე მივედი, მაგრამ სხვანაირად იყო მაშინ შერჩევა და ცოტა დავიჩაგრე, ისევე როგორც წელს, მესამე ტურიდან გამოვეთიშე პროექტს.

შოთა: – სრულიად დაუგეგმავად მოვხვდი, არავისთვის არ მითქვამს, ავდექი და წამოვედი. თელავში როდესაც ტარდებოდა კასთინგი, გავყევი ჩემს მეგობარს, მაგრამ მე არ გავედი. თბილისში ყოფნისას კი კასთინგი დაემთხვა. სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მქონია. ძალიან გამახარა პირველმა შეფასებამ, როდესაც ჟიურის მოვეწონე. მკაცრი არცერთი არ არის.

რამდენად მოგწონთ ახლებური ვერსიების შესრულება?

შოთა: – რა თქმა უნდა მომწონს.

ქრისტი: – მე ვფიქრობ, ბავშვებს ცოტა დრო აქვთ, რომ სიმღერები მოამზადონ და ეს გამოჩნდა კიდეც ლაივებზე. ზვიად ბოლქვაძე გენიოსია, პრობლემა ალბათ ჩვენშია, ვერ გავითავისეთ კარგად. მე, მაგალითად, მეორე ტურის სიმღერა ვერ მოვირგე. ემოცია ვერ მოიტანა და შესაბამისად ვერ შევასრულე კარგად. არც მინახავს შემდეგ ჩემი გამოსვლა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ქრისტი: – მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობა ჩემს გეგმებში აღარ შედის. ვაპირებ გავაკეთო საკუთარი სიმღერები, ლილიკო ნემსაძემ ძალიან ლამაზი სიმღერა მაჩუქა და გადავწყვიტე დავრჩე საქართველოში.

შოთა: – დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის ჩემს გულშემატკივრებს. მესამე კურსის სტუდენტი ვარ, როდესაც დავამთავრებ სწავლას, მინდა მუსიკალური განათლება მივიღო და სიმღერა პროფესიად ვაქციო.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here