ბნელი 90-იანების შემდეგ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს ასე, რომ ვთქვათ, ოქროს პერიოდი ჰქონდათ. სწორედ იმ პერიოდში ქართველი მსმენელი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი იყო. თუმცა გარკვეული წლების შემდეგ გაკაშკაშებული აღნიშნული შოუბიზნესი ჩაქრა და კონცერტებიც არც ისე ხშირად იმართებოდა. თუმცა, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც დიდი თუ პატარა ღამის სიჩუმეს ერთად ფანტავს და ღამე ქუჩას ერთად მიუყვება. ახლა სცენაზე თამამი კოსტიუმით დგომა აღარავის უკვირს, თუმცა წლების წინ სწორედ ლელა წურწუმია იყოს ის, ვინც პირველი ნაბიჯები გადადგა და მსმენელის წინაშე ხან გამჭირვალე სამოსით ხან კი, საერთოდაც, შეხსნილი პიჯაკით წარსდგებოდა ხოლმე. ახლა კი თაროზე შემოდებული სიმღერები ისევ აქტუალური გახდა. ამის დასტური სწორედ ლელა წურწუმიას სოლოკონცერტი იყო, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.