ქეთი ჩხიკვაძე: „გულის ფორმის აქსესუარებით გამოვხატე სიყვარული ჩემი ქვეყნის მიმართ…“

ქეთი ჩხიკვაძე: „გულის ფორმის აქსესუარებით გამოვხატე სიყვარული ჩემი ქვეყნის მიმართ…“

დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფერადი კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი დაიხურა. ეს არის კოლექცია, რომელიც მან პარიზში მცირე ხნის წინ წარადგინა, ახლა კი მისი ნახვა თბილისის მოდის კვირეულის ქართველ და უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებსა და ბაიერებს შეეძლოთ.

ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია ზურაბ წერეთლის მუზეუმში ვიხილეთ, შესაბამისი ინსტალაციის ფონზე, რომელიც მოდის კვირეულის წლევანდელ თემას ეხმიანებოდა.

ქეთი ჩხიკვაძე:

როგორც ნახეთ, ეს კოლექცია იყო დაკავშირებული ბუნებასთან.ის არის მთავარი ინსპირაცია: მასთან ერთად სიყვარული, სილამაზე, ყვავილები და ეკოლოგია, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ფერები იყო ღია, აქსესუარები გულის ფორმის, რითაც ჩემი სიყვარული გამოვხატე ჩემი ქვეყნის, ჩემი ქვეყნის ეკოლოგიის მიმართ. მინდოდა, დადებითი ემოციები გამომეწვია ჩემი ჩვენებით. ვფიქრობ, ეს  გამომივიდა. 40 ლუქი წარმოვადგინეთ. ინსტალაციაც შეესაბამებოდა იმას, რისი გამოხატვაც მინდოდა ჩემი ჩვენებით.

დალი ჩიტალაძე:

დადებითი აზრი მაქვს თბილისის მოდის კვირეულზე.  ძალიან მომეწონა ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია, საინტერესო და ფერადი გახლდათ.

ორი მოდის კვირეული გვაქვს და ვფიქრობ, კარგი კონკურენციაა, შედეგიც გვაქვს, ყველა ცდილობს, უკეთესი და უკეთესი კოლექციები გამოიტანოს.

ჟურნალისტებთან მოდის კვირეულის დასკვნითი აკორდი შეაფასა მისმა ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ და აღნიშნა:

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი არაჩვეულებრივ გარემოში დიზაინერმა ქეთიჩხიკვაძემ შთამბეჭდავად და განსაკუთრებულად დაასრულა. მიხარია და წარმატებებს ვუსურვებ მას. ვფიქრობ, ძალიან კარგი დიზაინერები იყვნენ ამ სეზონზე და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

October 22, 2018 / 4:36 pm

TOP სიახლეები

ვიდეო: ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის კადრები, სადაც ბერა საყვარელი ქალისთვის უკრავს

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები ბერა ივანიშვილის მეუღლის, ნანუკა გუდავაძის დაბადების დღიდან. ნანუკას მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო, ახლობელი ადამიანებისა და მუსიკოსების გარემოცვაში, ტორტითა და მისთვის სპეციალურად მიძღვნილი კომპოზიციით. ნანუკა 24 წლის გახდა. მასთან დაკავშირებული კიდევე რთი ვიდეო ბერამ თავის “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ასეთია მისთვის სიყვარულის ენა. (ვიდეო)

მერაბ სეფაშვილი საკუთარ მუსიკალურ გადაცემას „ტვ პირველზე“ გაუძღვება

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ მუსიკალურ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ არხის შუადღის გადაცემაში თავად ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური გადაცემების გარდა, არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური გადაცემები. მერაბ სეფაშვილი: ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რა გემღერება, როცა ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. პირიქით, უნდა გემღერებოდეს, ეძებდე იმას, რაც გაგართობს და პრობლემებს დაგავიწყებს. ასეა სწორედ ასეთი პროექტები, უამრავია, თუმცა […]

კახა კუხიანიძე: „სანაპიროზე მუხრუჭმა არ დამიჭირა… მაგრად გადავრჩი…“

კახა კუხიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარი მანქანის ფოტოს და წერს, რომ ღმერთს უყვარს, რადგან მუხრუჭმა არ დაიჭირა და გადარჩა: „ღმერთს მაგრად ვუყვარვარ! სანაპიროდან გადავუხვიე, რომ საწვავი  ჩამესხა, გავაჩერე … ჩავასხი საწვავი და მუხრუჭმა აღარ დაიჭირა, ხალხო, სანაპიროზე… მაგრად გადავრჩი… (სითხემ გაასხა)“. „ცოტა ისე კი ვყვები, – ვიდექი სამზარეულოში, თავში მომხვდა მაცივარი, დამემხო ჭერი… მაგრამ მაგარი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მონიკა ბელუჩი “Harpers Bazaar”-ის გარეკანზე ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

“Harpers Bazaar” – პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე, კონკრეტულად კი მისი ყაზახური გამოცემის ყდაზე მონიკა ბელუჩი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის სამოსით პოზირებს. ჟურნალის გარეკანი, ისევე, როგორც პოპულარულ იტალიელ კინოვარსკლავთან გადაღებული ფოტო, ქეთიმ საკუთარი “ინსტაგრამის” გვერდზე ატვირთა. ქეთი ჩხიკვაძე ამჟამად საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში ცხოვრობს და საკუთარ კარიერას იქ იწყობს. (ფოტოები)

ქართველი დიზაინერი მონიკა ბელუჩისთან ერთად (ფოტო)

Forbes Woman ექსკლუზიურად ავრცელებს ფოტოს, რომელიც ქართველ დიზაინერს, ქეთი ჩხიკვაძეს კინოვარსკვლავ მონიკა ბელუჩისთან ერთად აქვს გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ქეთიმ საკუთარი კარიერის გაგრძელება საფრანგეთში გადაწყვიტა და მცირე ხნის წინ ამ ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, მონიკა ბელუჩისთან თანამშრომლობა მისი დიდი გეგმების ნაწილია. სანამ პარიზში გაემგზავრებოდა, „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქეთიმ საკუთარი მოლოდინების შესახებ ისაუბრა და […]

დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე საქმიანობას პარიზში გააგრძელებს

ქეთი ჩხიკვაძის 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება 19 მაისს, „რესპუბლიკაში“ გაიმართება. დიზაინერი მალე საქართველოს დატოვებს და საზღვარგარეთ გადავა საცხოვრებლად, ის საქმიანობას საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელებს. როგორც თავად ამბობს, 19 მაისის ჩვენების შემდეგ თბილისში გარკვეული პერიოდით კოლექციებს აღარ წარმოადგენს, ამიტომაც მისი მიზანია, რომ ახლანდელი ჩვენება განსაკუთრებული იყოს. ამ საქმეში მას მეგობრები და კოლეგები, ავთანდილი და თამუნა ინგოროყვა […]

მამაკაცების ქუჩის სტილი მოდის კვირეულზე თბილისში (ფოტოები)

1-5 ნოემბერს თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეული იმართება. დღეს დასკვნითი დღეა და კიდევ რამდენიმე კოლექციის წარდგენა იგეგმება. როგორც ყოველთვის, ამ ღონისძიებას ძალიან კარგი გაშუქება ახლავს საერთაშორისო პრესის მხრიდან. ახლახან საიტმა Fuckingyoung.com გამოაქვეყნა თბილისური მოდის კვირეულის ქუჩის სტილი, ოღონდ მხოლოდ მამაკაცების, სადაც საინტერესო და ორიგინალურ იმიჯებს შეხვდებით. (ფოტოები)

ლაშა ჯოხაძის აქცია-პერფორმანსი და პროტესტი თბილისის მოდის კვირეულზე

ლაშა ჯოხაძის კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი 19 ოქტომბერს, „ღვინის ქარნახა #1“-ში გაიხსნა. დიზაინერი საზოგადოებისთვის ცნობილი „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ შექმნილი კოსტიუმებით გახსნა. პროექტზე დღემდე მუშაობს, თუმცა საკუთარი ატელიე ძალიან დიდი ხანია აქვს და კერძო შეკვეთებსა და კოლექციებზე მუშაობს. თბილისის მოდის კვირეულს წელს ეკომიმართულება აქვს და მოგვიანებით, აპირებს, მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილებით შეკერილ კოლექციებს დაუთმოს პოდიუმი. ბუნებასთან […]

რეკლამა