ქეთი ჩხიკვაძე: „გულის ფორმის აქსესუარებით გამოვხატე სიყვარული ჩემი ქვეყნის მიმართ…“

0
1722

დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფერადი კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი დაიხურა. ეს არის კოლექცია, რომელიც მან პარიზში მცირე ხნის წინ წარადგინა, ახლა კი მისი ნახვა თბილისის მოდის კვირეულის ქართველ და უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებსა და ბაიერებს შეეძლოთ.

ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია ზურაბ წერეთლის მუზეუმში ვიხილეთ, შესაბამისი ინსტალაციის ფონზე, რომელიც მოდის კვირეულის წლევანდელ თემას ეხმიანებოდა.

ქეთი ჩხიკვაძე:

როგორც ნახეთ, ეს კოლექცია იყო დაკავშირებული ბუნებასთან.ის არის მთავარი ინსპირაცია: მასთან ერთად სიყვარული, სილამაზე, ყვავილები და ეკოლოგია, რაც ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ფერები იყო ღია, აქსესუარები გულის ფორმის, რითაც ჩემი სიყვარული გამოვხატე ჩემი ქვეყნის, ჩემი ქვეყნის ეკოლოგიის მიმართ. მინდოდა, დადებითი ემოციები გამომეწვია ჩემი ჩვენებით. ვფიქრობ, ეს  გამომივიდა. 40 ლუქი წარმოვადგინეთ. ინსტალაციაც შეესაბამებოდა იმას, რისი გამოხატვაც მინდოდა ჩემი ჩვენებით.

დალი ჩიტალაძე:

დადებითი აზრი მაქვს თბილისის მოდის კვირეულზე.  ძალიან მომეწონა ქეთი ჩხიკვაძის კოლექცია, საინტერესო და ფერადი გახლდათ.

ორი მოდის კვირეული გვაქვს და ვფიქრობ, კარგი კონკურენციაა, შედეგიც გვაქვს, ყველა ცდილობს, უკეთესი და უკეთესი კოლექციები გამოიტანოს.

ჟურნალისტებთან მოდის კვირეულის დასკვნითი აკორდი შეაფასა მისმა ორგანიზატორმა, თაკო ჩხეიძემ და აღნიშნა:

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი არაჩვეულებრივ გარემოში დიზაინერმა ქეთიჩხიკვაძემ შთამბეჭდავად და განსაკუთრებულად დაასრულა. მიხარია და წარმატებებს ვუსურვებ მას. ვფიქრობ, ძალიან კარგი დიზაინერები იყვნენ ამ სეზონზე და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here